LG-ის ახალი სმარტფონი V40 კი უფრო შორსაც წავა და სმარტფონს ხუთი კამერით აღჭურავავს. აღნიშნული ინფორმაცია კომპანიის ინსაიდერისგან გავრცელდა. ინფორმაციის თანახმად LG V40-ში წინა პანელზე განთავსდება ორი კამერა, უკან კი სამი. აღმოჩნდა, რომ V-სერია LG-სთვის უკვე დიდი ხანია იქცა საშუალებად მომხარებელს დაანახოს მომავლის პერსპექტიული მიღწევები, როგორიცაა დამატებითი დისპლეი, სტერეოდინამიკები, ფართოკუთხოვანი კამერები. ზოგი ასეთი ფუნქცია G - სერიაშიც აისახა, ზოგი კი დავიწყებას მიეცა.
უკანა პანელზე სამივე კამერას სტადარტული სენსორი, LG-ის ფართოკუთხოვანი კამერა და მესამე უცნობი ტიპის სენსორი ექნება. ეს შეიძლება იყოს მონოქრომული, ტელეფოტო ან რაღაც სრულიად ახალი გამოგონება. წინა კამერა მხოლოდ სელფისთვის არ არის განკუთვნილი. ჭორების თანახმად , LG ერთ-ერთ კამერას, ან ორივეს ერთად სახის ამოცნობით განბლოკვის სისტემისთვის გამოიყენებს. შესაძლოა სმარტფონში სელფი კამერები ამოქმედდეს სახის 3D-სტერეოფონური გამოსახულების შესაქმნელად დამატებითი უსაფრთხოებისთვის. ფიქრობენ, რომ თითის ანაბეჭდის სკანერს დამატებითი უსაფრთხოების ზომების შესაქმნელად გამოიყენებენ.
სავარაუდოდ LG V40 მიიღებს ფლაგმანურ პროცესორს Qualcomm Snapdragon 845, ხმოვანი ასისტენტის Google Assistant-ის ღილაკს და საფირმო აუდიოტრაქტ Quad DAC-ს უმაღლესი ხარისხის ხმის უზრუნველსაყოფად. ტელეფონის ანონსს ელოდებიან ზაფხულის ბოლოს, გამოფენაზე IFA 2018, რომელიც ბერლინში 31 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე გაიმართება.