ორი კვირის წინ ჩინურმა კომპანია Vivo-მ დააანონსა უნიკალური სმარტფონი NEX ეკრანში ჩაშენებული თითის ანაბეჭდის სკანერით და მოძრავი სელფი კამერით.
ფლაგმანი ჩინეთში უკვე გამოვიდა გაყიდვაში, ამიტომ ჩინელმა ექსპერტებმა უკვე დაიწყეს
ტელეფონის დეტალური შესწავლა და აზრის გაზიარება მათთვის, ვისაც ჯერ არ ჰქონია ახალ
სმარტფონთან შეხება.
Vivo NEX-ის დაქტილოსკოპიური
სკანერი განსხვავებულია იმისგან, რაც მწარმოებელმა თებერვალში გამოშვებულ მოდელში Vivo X20 Plus UD-ში გამოიყენა. თუ თებერვლის ფლაგმანში ჩადეს პატარა სწორკუთხოვანი
ოპტიკური სენსორი Synaptics, ახალ Vivo NEX-ში უკვე სხვა სენსორია
გამოყენებული, რომელიც უფრო მეტად ჩვეულებრივ კამერას მოგაგონებთ.
ალბათ სწორედ ამიტომ ეკრანის ზედეპირის ველი, რომელიც თითის ანაბეჭდის ამოცნობას ემსახურება,
Nex-ს უფრო დიდი აქვს, ვიდრე
X20 Plus UD-ს. დისპლეის ქვეშ განთავსებულია ვიბრაციის გენერატორი,
რომლითაც შეცვლილია ჩვეულებრივი სასაუბრო დინამიკი.

როგორც ჩინელი მომხმარებლები ინტერნეტში წერენ, Vivo-ს ახალი სმარტფონი
ძალიან მარტივი კონსტრუქციისა და მისი დეტალების შეცვლა არავითარ სიძნელეს არ წარმოადგენს.
მასში წებოს გამოყენება მინიმუმამდეა დაყვანილი განსხვავებით Samsung-ისა და Apple-სგან.