არ არის გაყიდვაში

Samsung-ის ახალი ფლაგმანი 512 GB მეხსიერებას მიიღებს

21.06.2018

როგორც კორეულ ონლაინ მაღაზია OllehStore-ში აღნიშნავენ Samsung სამსუნგი თავის ტოპ სმარტფონს Galaxy Note 9-ს სამი მოცულობითი შიდა ფლეშ-მეხსიერებით:  64, 256 და 512 GB-ით წარმოადგენს. ჭორების თანახმად ყველაზე ძლიერი ვერსია შეზღუდული რაოდენობით გაიყიდება მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის ტერიტორიებზე.

11 (4)

მანამდე ამბობდნენ, რომ ფლაგმანს აღჭურვავდნენ პროცესორით Exynos 9810/Qualcomm Snapdragon 845, 6 GB ოპერატიული მეხსიერებით, ისეთივე კამერებით, როგორიც აქვს Galaxy S9+, 6.3-დიუმიანი AMOLED-დისპლეით, რომელსაც ექნებოდა Infinity Display 2.0 ტექნოლოგია და მხარეთა შეფარდება 18.5:9.

2 (3)

 

ზოგი ინსაიდერი იმასაც ამბობს, რომ სმარტფონს ექნება ეკრანში ჩაშენებული თითის ანაბეჭდის სკანერი, თუმცა ანალიტიკოსები ამ ინფორმაციის სანდოობას ეჭვქვეშ აყენებენ, მსგავსი პროგნოზების გაკეთებისგან თავს იკავებენ და ვარაუდობენ, რომ დაქტილოსკოპიური სკანერი სმარტფონს კვლავინდებურად უკანა პანელზე ექნება. თუმცა არა იმ ადგილზე, სადაც მის წინამორბედს  Note 8-ს ჰქონდა.

სმარტფონს აკუმულატორიც უფრო მოცულობითი - 3850 mAh-ით. Samsung Galaxy Note 9-ს ოფიციალური პრეზენტაცია 9 აგვისტოს ნიუ-იორკში გაიმართება.


ზევით