თანამედროვე საუკეთესო
ქრომბუქად ითვლება Google Pixelbook, თუმცა Chrome-ის საოპერაციო სისტემის გულშემატკივრები
სხვა აპარატს ამჯობინებენ და ეს Samsung
Chromebook Plus-ია, რომელიც ნახევარ ფასად გვთავაზობს ცნობილი ანალოგის ყველა მნიშვნელოვან
უპირატესობას. ცოტა ხნის წინ კი ტრანსფორმერი განახლებული სახით გამოვიდა.
Samsung Chromebook Plus-ის
ახალი ვერსია დისპლეის განსხვავებულ პროპორციებს ფლობს: ორიგინალის პანელმა,- 3:2 ადგილი დაუთმო Full HD დისპლეის 12.2 დიუმიანი დიაგონალით, 1920 х 1080 პიქსელის გაფართოებით და 16:9 მხარეთა შეფარდებით. ის სრული 360 გრადუსით ტრიალებს. აქვს სტაილუსი, რომელიც კორპუსშია
დამალული და საერთოდ არ სჭირდება დატენვა.
Rockchip-ის ARM პროცესორ OP1-ის ნაცვლად ახალ გაჯეტს აქვს უფრო
მძლავრი ჩიპი, Intel-ის ორბირთვიანი Celeron
Processor 3965Y. აქვს 4 GB ოპერატიული და 32 GB შიდა მეხსიერება.
საინტერესოა, რომ 13 მეგაპიქსელიანი უკანა კამერა,
f/1.9 დიაფრაგმით, კლავიატურის ქვეშ არის განლაგებული. ამგვარად პლანშეტის რეჟიმში
მისი გამოყენება უფრო კომფორტული იქნება. ადგილზე დარჩა 1 მეგაპიქსელიანი მოდული, რომელიც
ეკრანის ქვეშაა განლაგებული და ვიდეო ზარებისთვისაა განკუთვნილი.
ნოუთბუქს აქვს microSD-ბარათების სლოტები და სრულყოფილი USB
3.0. ორი USB Type-C პორტი კვების ბლოკისთვის და ეკრანზე 4K-გამოსახულების გამოსატანადაა განკუთვნილი. ამ
უკანასკნელისთვის სპეციალური ადაპტერია საჭირო. აკუმულატორის მოცულობაა 39 ვატი/სთ,
რომელიც საკმარისია 8 საათის განმავლობაში სამუშაოდ.
Samsung Chromebook Plus V2 $500 ეღირება და 24 ივნისიდან გამოვა გაყიდვაში. Google Pixelbook კი ამჟამად $750 ღირს.