_689531.jpg)
Samsung-მა ფაქტიურად Galaxy S8+-ის მოდიფიკაცია წარმოადგინა. მისი 6.22 დიუმის დიაგონალიანი დისპლეის ქვეშ განთავსებულია ვიბრაციის გენერატორი. საკმარისია ტელეფონი ყურზე მიიდოთ და შემომავალი ზარის ავტორის ხმას მოისმენთ, გარშემომყოფები კი ვერაფერს გაიგონებენ.
ხმის სიხშირე 100 hz-დან 8 Khz-მდე იქნება, რაც HD Voice-ის სტანდარტის შესაბამისია. ხმის გადმოცემის ხარისხი ნამდვილად ძალიან მაღალია, მაგრამ ამ ტექნოლოგიის უპირატესობა მხოლოდ ეს არ არის. - გამარტივებულია წყლისგაუმტარობის ტექნოლოგიაც. სასაუბრო დინამიკი ვიბრირებადი დისპლეით არის შეცვლილი, ე.ი. კორპუსს ერთი ხვრელით ნაკლები ექნება.
ფიქრობენ, რომ ახალი მახასიათებელი Galaxy S10-ში გაჩნდება. თუმცა შესაძლოა კომპანიამ ეს დისპლეები სხვა მწარმოებლებს მიყიდოს. თავის მხრივ LG-მ CES 2018–ზე წარმოადგინა დიდი ეკრანები Crystal Sound OLED, რომლებიც მინის ვიბრაციით გადმოსცემდნენ ხმას. როგორც ამბობენ, ამჟამად კომპანიაში მუშაობენ მობილური ვერსიების შესაქმნელად.