არ არის გაყიდვაში

ახალი ბიუჯეტური Xiaomi ყველა ძირითადი ფუნქციით

13.06.2018
Xiaomi-ს თაყვანისმცემლებს, რომლებიც ეძებენ იაფფასიან სმარტფონს შეუძლიათ ყურადღება მიაქციონ ახალ მოდელს: Redmi 6 და Redmi 6 A, რომელიც გაყიდვაში ძალიან მალე გამოვა. ორივე მოდელს აქვს 5.45-დიუმიანი LCD-დისპლეი მხარეთა თანაფარდობით 18:9, MediaTek-ის ახალი პროცესორები და ღირს, სულ რაღაც $94.

1 (2)


5.45-დიუმიანი დისპლეი HD+ (1440 x 720 პიქსელი) იკავებს სმარტფონის ზედაპირის 80.5%. კორპუსის გვერდით კი არის კვების ბლოკი და ხმის რეგულატორი. ფრონტალურ 5-მეგაპიქსელიან კამერას აქვს ხელოვნური ინტელექტი და შესაბამისად სახის ამოცნობის ფუნქცია. Xiaomi Redmi 6-ს უკან განლაგებული აქვს ორმაგი ძირითადი კამერა 12 და 5 მეგაპიქსელით, f/2.2 დიაფრაგმით და დიოდური ფლეშ განათებით. სისტემას აქვს «პორტრეტ AI» რეჟიმში მუშაობის შესაძლებლობა და ობიექტების ამოცნობის ფუნქცია. ასევე ტექსტის ავტომატური თარგმნის ფუნქცია კადრში და ვალუტის კონვერტორი, თუმცა იმუშავებს თუ არა ეს უკანასკნელი საერთაშორისო მასშაბით, ჯერ უცნობია.

2


სმარტფონი მუშაობს 8-ბირთვიან პროცესორზე MediaTek Helio P22, 2 Ghz სიხშირითა და გრაფიკით PowerVR GE8320. აქვს 3 GB ოპერატიული და 32 GB შიდა მეხსიერება. გამოსულია ასევე მეორე ვერსია 4/64 GB მეხსიერებით. ასევე microSD ან sim-ბარათის სლოტები. უკანა პანელზე განთავსებულია თითის ანაბეჭდის სკანერი. მუშაობს 3000 mAh-იან აკუმულატორზე.

3 (1)


Xiaomi Redmi 6 3/32 GB მეხსიერებით ეღირება დაახლოებით $124, 4/64 GB მეხსიერებით — $156.

4

გაყიდვაში გამოდის უფრო მარტივი ვერსიაც Xiaomi Redmi 6A 4-ბირთვიანი 12-ნანომეტრიანი MediaTek Helio A22 პროცესორით. 2 Ghz სიხშირით, 2 GB ოპერატიული და 16 GB შიდა მეხსიერებით, რომლის შეძენასააც მხოლოდ $94 შეძლებთ. სმარტფონს აქვს მხოლოდ ერთი ძირითადი კამერა და არ აქვს დაქტილოსკოპიური სკანერი. აკუმულატორი 3000 mAh-ზე მუშააობს. ორივე სმარტფონი გაყიდვაში პირველად ჩინეთში გამოვა 15 ივნისს და ხელმისაწვდომი იქნება ნაცრისფერ, ცისფერ, ვარდისფერ და ოქროსფერებში.

ზევით