არ არის გაყიდვაში

iPhone X Tesla – ექსკლუზიური მოდელი

09.06.2018 18:53:10

1 (1)



თუ Apple-ის ყველაზე ძვირადღირებული „სმარტფონის“ შეძენა გადაწყვიტეთ, ეს ნამდვილად არ არის iPhone X, თან მისი ფლობის შემთხვევაში ვერც იმით იამყებთ, რომ იმ იშვიათ ადამიანთა შორის ხართ, ვისაც ეს სმარტფონი აქვს. თუ ნამდვილად ექსკლუზიური და განსაკუთრებული ტელეფონი გინდათ, iPhone X Tesla უნდა შეიძინოთ. მოდელი, რომელიც შეზღუდული რაოდენობით გამოვიდა, ეკოლოგიურად სუფთა მასალისგანაა დამზადებული და მზის ენერგიაზე მუშაობს. ტელეფონი იტენება მზის ან ნათურის ენერგიით.

2



თუმცა iPhone X Tesla-ს ერთადერთი ღირსება ეკოლოგიურობა ნამდვილად არ არის. სმარტფონის დიზაინზე რუსული აქსესუარების კომპანია Caviar-ში იმუშავეს, რომელთა ინსპირაციის წყარო ეკო – მეგობრულ პანელიანი Tesla-ს ავტომობილი იყო და ეს „სმარტფონის“ დიზაინშიც კარგად გამოჩნდა. ახალი სმარტფონი უკვე გამოვიდა გაყიდვაში და Apple-ის ტელეფონებს შორის ყველაზე ძვირი, $4,590 ღირს.

3


iPhone X Tesla ენერგიას პირდაპირ ჰაერიდან იღებს და ეს ყველაზე სუფთა ენერგიაა, რაც კი არსებობს“, აცხადებენ კომპანიაში.

აღსანიშნავია, რომ ახალი „სმარტფონი“ ოქროს დეტალებითაა გაფორმებული და როგორც მისი შემქმნელები ამბობენ, დავარდნისას არ ტყდება.

ზევით