არ არის გაყიდვაში

Mini PC - ყველაზე ძლიერი ჯიბის კომპიუტერი

29.05.2018 20:57:59
Mini PC, რომელიც ჩინური სტარტაპია, ჯიბის კომპიუტერს წარმოადგენს, რომელიც სრულყოფილ ოპერაციულ სისტემაზე Windows 10-სა და Android -ზე მუშაობს.
1-1


საბაზისო კომპლექტაცია გვთავაზობს ცოტა მოძველებულ Android 5.1, მაგრამ თუ დამატებით თანხას გადაიხდით, თქვენს ჯიბის კომპიუტერისთვის განახლებულ Android 7.1-ს შემოგთავაზებენ. დამატებითი თანხის საფასურად შესაძლებელია სპეციალური გეიმპად-დამჭერის შეძენაც, რათა კომპოუტერის გამოყენება პორტატულ სათამაშო კონსოლადაც შეძლოთ.

2-2


Mini PC აღჭურვილია Cherry Trail -ის თაობის 14-ნანომეტრიანი, 4-ბირთვიანი პროცესორით Intel Atom x7-Z8750, 8 GB ოპერატიული მეხსიერებით და 128/256/512 GB SSD-შიდა მეხსიერებით, რის გამოც მწარმოებელი მას ყველაზე ძლიერ კომპიუტერად აღიარებს თავის კლასში. კომპიუტერის ავტონომიურობას უზრუნველყოფს 6000 mAh-იანი აკუმულატორი.
3-3


გაჯეტი იმდენად კომპაქტურია, რომ მისი ტარება ნებისმიერი ჩანთით და ჯინსის დიდი ჯიბითაც კი შეიძლება. კორპუსის ზომები 13.5×9 სანტიმეტრს შეადგენს. კომპიუტერი საკმაოდ სქელია - 1.6 სმ, რაც დიდი რაოდენობის პორტებით აიხსნება. კომპიუტერს აქვს microSD სლოტი, HDMI ინტერფეისი, USB Type-C, USB 3.0 Type-A პორტები, ქსელური კონტროლერი Gigabit Ethernet, Wi-Fi და Bluetooth 4.2. მოდულები. ასევე სენსორული, 5 დიუმიანი HD-დისპლეი. საჭიროების შემთხვევაში კომპიუტერი ნებისმიერ მონიტორს ან ტელევიზორს შეგიძლიათ შეუერთოთ. კომპლექტში შედის დასაკეცი Bluetooth-კლავიატურა და სადგამი.

4-4


Mini PC გაყიდვაში 2018 წლის სექტემბერში გამოდის. მისი ღირებულება სავარაუდოდ $139 შეადგენს.

ზევით