Samsung-მა ოფიციალურად წაროადგინა
ახალი ბიუჯეტური მოდელები: Galaxy J6,
J8 და J4. პირველი ორი მოდელი აღჭურვილია Super AMOLED - დისპლეითა და
2.5 D მინით, რომელსაც აქვს 18:5:9
მხარეთა შეფარდება, ისევე როგორც Galaxy S9-ს და ნაკლები გაფართოება
1480×720 პიქსელით (HD+ ფორმატი). ყველაზე ხელმისაწვდომი მოდელი
HD-ეკრანითაა აღჭურვილი.
Samsung Galaxy J6-ს აქვს 5.6 დიუმიანი
ეკრანი და საფირმო 8 ბირთვიანი პროცესორი Exynos 7870, 1.6 Ghz
სიხშირითა
და Mali T830 გრაფიკით. შიდა მეხსიერება სმარტფონს
აქვს 32/64 GB, ოპერატიული კი
-4/4 GB. J6 აკუმულატორს 3000 mAh-იანი მოცულობა და microSD ბარათის სლოტი ექნება. ძირითადი
კამერა - 13 მპ (f/1.9); ფრონტალური კი 8 მპ ( f/1.9), ორივეს აქვს დიოდური ფლეშ განათება.
Samsung Galaxy J8 აქვს 6-დიუმიანი ეკრანი და
პროცესორი Snapdragon 450, Adreno 506 გრაფიკით. ოპერატიული მეხსიერება - 4 GB, შიდა — 64 GB, microSD სლოტი - 256 GB-მდე. აკუმულატორის ტევადობა
შეადგენს 3500 mAh-ს. ძირითად კამერას აქვს ორი სენსორი 16 მპ (f/1.7) и 5 მპ (f/1.9), ფრონტალურს კი ერთი
,16 მპ (f/1.9). ორივე აპარატი აღჭურვილია თითის ანაბეჭდის სკანერით.
Galaxy J6 -ის ფასი კომპლექტაციიდან
გამომდინარე შეადგენს $205—240,
J8 კი დაახლოებით $280 ეღირება.
Samsung Galaxy J4-ს აქვს 5.5-დიუმიანი HD-ეკრანი, 4-ბირთვიანი პროცესორი Exynos 7570 Mali-T720 გრაფიკით, 2 GB ოპერატიული და 16 GB შიდა მეხსიერება. აქვს ორი sim-ბარათისა და microSD სლოტები. ძირითადი კამერა - 13 მპ (f/1.9); ფრონტალური - 5 მპ ( f/2.2). არ აქვს დაქტილოსკოპიური სკანერი. აკუმულატორის ტევადობა 3000 - mAh. მოდელის ღირებულება შეადგენს $185.
ყველა მოდელის კორპუსი მყარი პლასტმასისგან არის შექმნილი და სამივე მათგანი
მუშაობს ОС Android 8.0 Oreo ოპერაციულ სისტემაზე.