Nokia X6-ის კორპუსი 95%-ით
მინითაა დაფარული, ხოლო ფრონტალური და წინა პანელები გამყარებულია მეტალის
ჩარჩოთი. 5.8 დიუმიანი FHD+ ფორმატის დისპლეი დაცულია 2.5D - მინით Corning Gorilla Glass 3. ამონაჭერში
დამალულია სასაუბრო დინამიკი 16 მეგაპიქსელიან ფრონტალურ მოდულთან ერთად, რომელსაც
მფლობელის სახის ამოცნობის ფუნქციაც აქვს ეკრანის განბლოკვისთვის.
უკანა მხარეს განთავსებულია სტანდარტული
დაკტილოსკოპიური სკანერი და ძირითადი კამერა ორმაგი Led ფლეშ-განათებითა და
ორი სენსორით: 16 მეგაპიქსელიანი კამერა f/2.0
დიაფრაგმით და 5 მეგაპიქსელიანი - f/2.2 დიაფრაგმით. მათი დახმარებით
შესაძლებელია უკანა ფონის გაფერმკრთალება და ყველა შესაძლებელი ფიტლტრის გამოყენება.
სმარტფონს აქვს ფუნქია Bothie, რომელიც საშუალებას
იძლევა დააფიქსიროს გამოსახულება ერთდროულად ძირითადი და სელფი კამერებით.
სმარტფონი მუშაობს 8 ბირთვიან და 1.8 გჰ სიხშირის პროცესორზე Snapdragon 636. აქვს 4/6 GB ოპერატიული და 32/64 GB შიდა მეხსიერება, microSD ბარათით გაფაროთების შესაძლებლობით. აქვს 3060 mAH-იანი აკუმულატორი,
სწრაფი დატენვის ფუნქცია Qualcomm
Quick Charge 3.0 და ოპერაციული სისტემა Android 8.1 Oreo, Android P-ზე განახლების შესაძლებლობით.
სმარტფონების ფასი $200-$270 იქნება.