არ არის გაყიდვაში

Huawei Y9 (2018): ბიუჯეტური სმარტფონი ოთხი კამერით

13.03.2018

Huawei-ში თვლიან, რომ საშუალო სეგმენტისთვის განკუთვნილი სმარტფონებიც შეიძლება იყოს აღჭურვილი ოთხი კამერით და საკუთარი ნაფიქრი ახალ სმარტფონში, Y9-შიც განახორციელეს. რომელიც გარეგნულად ძალიან ჰგავს Huawei Mate 10 Lite-ს და Honor 9 Lite-ს და სულ რაღაც 200 ევრო ღირს.

News_BEGE_d720X272

 

ახალი მოდელი Huawei Y9 (2018) აღჭურვილია 13 და 2 მეგაპიქსელიანი  უკანა ორმაგი სენსორული კამერითა და შუქდიოდური ფლეშგანათებით. ფრონტალური კამერა კი 16 და 2 მეგაპიქსელიანი მოდულებისგან შედგება.

სმარტფონს აქვს  5.93 დიუმიანი, Full HD+ (2160×1080 პიქსელი) IPS - დისპლეი, მხარეთა 18:9 შეფარდებით. ეკრანს სმარტფონის მთლიანი ველის 80% უკავია. მისი სისქე კი 7.89 მმ-ს შეადგენს. აპარატი საკმაოდ ძლიერი, 4000mAh-იანი აკუმულატორითაა აღჭურვილი, სავარაუდოდ სწორედ ამიტომ იწონის 170 გრამს.

2

 

Huawei Y9 (2018) აღუჭვილია  Kirin 659 პროცესორით, რომელსაც 2.36 Ghz სიხშირე და ARM Mali-T830 MP2 აქვს. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 3 GB -ს შეადგენს, შიდა მეხსიერება კი - 32 GB. მისი გაძლიერება შესაძლებელია 256 -იანი microSD ბარათით. თითის ანაბეჭდის სკანერი სმარტფონის უკანა მხარეს არის განთავსებული.

Huawei Y9 (2018) მუშაობს  ОС Android 8.0 Oreo ოპერაციულ სისტემაზე. ის სამ ფერში: შავში, ნაცრისფერსა და ოქროსფერში გამოვა.


ზევით