არ არის გაყიდვაში

Xiaomi-ს სმარტფონებმა სახის ამოცნობის ფუნქცია მიიღო

09.03.2018 17:42:11
Xiaomi-ს ფლაგმანებს ამიერიდან სახის ამოცნობის ფუნქცია დაემატება. ეს შესაძლებლობა თავდაპირველად Mi Note 3-ს გაუჩნდა, მაგრამ უკვე Xiaomi Mi 6 და Xiaomi Mi Mix-საც აქვს. 

BEGE_NEWS_720X272

Xiaomi-ს შემთხვევაში ეს ფუნქცია არ ითვალისწინებს მაღალ ტექნოლოგიებს, ისეთს, როგორიც iPhone X-ს აქვს. სახის სკანერის როლს სმარტფონის ფრონტალური კამერა ასრულებს. ამიტომ სუსტ განათებაში ის ცუდად მუშაობს, ნორმალურ განათებაში კი სრულყოფილად ასრულებს თავის ფუნქციას. აღწერის თანახმად ტექნოლოგია ახდენს სახის რამდენიმე ნაკვთის სკანირებას, მათ შორის კანის ფერისა და ნაოჭების, რათა გადაამოწმოს პირობნება და განბლოკოს მოწყობილობა. 

ახალი ფუნქცია სმარტონის setting-ებში უნდა იპოვოთ “ეკრანის განბლოკვის” განყოფილებაში. სამწუხაროდ სმარტონის გლობალური ვერსია არ ითვალისწინებს აღნიშნულ ფუნქციას. ის ხელმისაწვდომი მხოლოდ მწარმოებლებისთვისაა. ევროპელის სახის ამოცნობის დაბალი ხარისხი სავარაუდოდ იმასთანაა დაკავშირებული, რომ Xiaomi-ს ხელოვნურმა ინტელექტმა ცოდნა აზიური გარეგნობის ადამიანებზე მიიღო.

ზევით