
ანალიზისთვის მონაცემები თავად Apple-მა წარადგინა. დედიემ ანალიზის შედეგად დაადგინა, რომ 2.05 მილიარდი რეალიზებული მოწყობილობიდან 750 მილიონზე მეტი უკვე უსარგებლო და პასიურია.
დედიემ გამოიკვლია Apple-ის შემდეგი გაჯეტები: iPhone, iPad, iPod Touch, Apple Watch და Mac-ის კომპიუტერები. კორპორაციის მიერ წარმოდგენილი მონაცემებიდან ნათელი ხდება, რომ კომპანია ახალ პროდუქციას უფრო ხშირად უშვებს, ვიდრე მისი მომხმარებლები ცვლიან მათ. როგორც წესი, Apple-ის პროდუქცია ყოველ წლიურად ახლდება, მომხარებლები კი მას ოთხჯერ უფრო დიდ ხანს მოიხმარენ.
რა თქმა უნდა, ერთ კატეგორიაში Mac-ის კომპიუტერისა და iPhone-ის მოქცევა ცოტა ეჭვქვეშ აყენებს კვლევის მონაცემებს. სავარაუდოდ სმარტფონს უფრო ხშირად ცვლიან, ვიდრე კომპიუტერს, მით უმეტეს, თუ Mac-ის ღირებულებას გავითვალისწინებთ, მაგრამ თავად Apple კვლევის მონაცემებს ეჭვქვეშ არ აყენებს და ამტკიცებს, რომ საშუალო სტატისტიკური მომხმარებლის ხელში მისი პროდუქცია 5 და მეტ წელსაც ძლებს.