ცნობილი კომპანიის DxOMark-ის სპეციალისტებმა Samsung Galaxy S9+ -ის კამერა საუკეთესოდ შეაფასეს. რამდენადაც ის აღჭურვილია ორმაგი ძირითადი კამერით და ობიექტივით პორტრეტული გადაღებისთვის, ორმაგი ოპტიკური გაფაროთებით და უკანა ფონის გაბუნდოვნების ფუქნციით. სხვადასხვა რეჟიმებში გატესტვის შემდეგ, შედეგები Samsung-ის ძირითადი კონკურენტების მონაცემებს შეადარეს და აღმოჩნდა, რომ ის საუკეთესოა.

Samsung Galaxy S9+ ოპტიკის ტექნიკური მახასიათებლები: 12 მეგაპიქსელიანი ISOCELL სენსორი მართვადი დაიფრაგმით (f/1,5 ან f/2,4) და დამატებითი 12 მეგაპიქსელიანი მოდულით ; f/2,4 დიაფრაგმა ორმაგი ოპტიკური ზუმისა და უკანა ფონის გაბუნდოვნებისთვის. გამოსახულების ოპტიკური სტაბილიზაცია არც ერთ მოდულს არ აქვს.

ფოტოგადაღებების დროს ექსპერტებმა გამოყვეს შემდეგი დადებითი ფაქტორები:
➤ გადაღების ნებისმიერ პირობებში საუკეთესო დაცვა დაბინძურებისგან,
➤ გადაღების სხვადასხვა რეჟიმში მაღალი დეტალიზაცია, მათ შორის სიბნელეშიც, მაღალკონტრასტულ ფონზე.
➤ ოპერატიული და ხაარისხიანი ავტოფოკუსი.
➤ კარგი გაფართოება ოთხმაგი მასშტაბირების დროსაც კი.
Samsung Galaxy S9+-ის კამერით გადაღების დროს ექსპერტების უკმაყოფილება გამოიწვია შემდეგმა ფაქტორებმა:
➤ ხანდახან ექსპოზიცია არასტაბილურია.
➤ გადანათებული ობიექტების გარშემო წარმოიქმნება იასამნისფერი განათება და იკარგება სიმკვეთრე.
➤ ზოგიერთ ადგილზე ფერები იკარგება.
დადებითი ფაქტორები ვიდეოს გადაღებისას:
➤ ბუნებრივად მკვეთრი ფერები.
➤ თითქმის ყოველთვის ნარჩუნდება კარგი ექსპოზიცია და ოპერატიული მომართვა.
➤ კარგი და სანდო ავტოფოკუსირება.
➤ გადაღების ყველა პირობებში კარგი დაცვა დაბინძურებისგან.
➤ გამოსახულების სტაბილიზაცია მაღალი ხარისხით.
ვიდეოგადაღების უარყოფითი მხარეები:
➤ ექსპოზიციის სპონტანური გადართვა.
➤ ხშირად იკარგება დეტალიზაცია.
➤ ჩნდება ზედმეტი მოძრაობა.