არ არის გაყიდვაში

Samsung Galaxy S9 და S9+ : ძველი დიზაინი და გადააზრებული კამერა

27.02.2018

როგორც დაგეგმილი იყო ბარსელონას მობილური ტექნიკის გამოფენაზე Mobile World Congress 2018 კომპანია Samsung-მა ახალი ფლაგმანური სმარტფონების Galaxy S9 და Galaxy S9 Plus-ის პრეზენტაციები გამართა. ყველაზე შესამჩნევი ცვლილებები შეეხო კამერებს, გაჩნდა AKG სტერეოდინამიკები, სელფემოჯის ფუნქცია, SmartThings და ხელოვნური ინტელექტის AR მხარდაჭერა.

Statia_BEGE_720X272

ვიზუალურად ახალი სმარტფონის გარჩევა  Galaxy S8/S8+ -სგან საკმაოდ რთულია. Galaxy S9 და Galaxy S9+-ს მათ კუთხოვანი, მინისა და მეტალის მასალისგან შექმნილი კორპუსები და IP68 სტანდარტის დაცვა აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წყალში გაჩერება შეგიძლიათ 1.5 მეტრზე 30 წუთით.   

11

 

დაკმაყოფილებულია Galaxy S8/S8+ -ის მფლობელთა პრეტენზიები დაკტილოსკოპიური სკანერის მდებარეობასთან დაკავშირებით. ახალ მოდელებში ის ძირითადი კამერის ქვეშ განალაგეს, ამიტომ მომხარებლის თითის ანაბეჭდი უკვე აღარ დასვრის ობიექტივის მინას. ეს პირველი ნიშანია, რაც Galaxy S9 და Galaxy S9+ -ს წინა მოდელებისგან ვიზუალურად განასხვავებს.  ახალი AKG დინამიკები Dolby Atmos მხარდაჭერით, ტელეფონს ქვევით აქვს განლაგებული. ის 40%-ით აძლიერებს ხმას.

 

22

სმარტფონები აღჭურვილია ტრადიციული გადახრილი,  QHD+ (2960×1440 პიქსელი) გაფართოების მქონე Super AMOLED მატრიცის და 18,5:9 თანაფარდობის დისპლეით.

ეკრანის ზომა:

✔ Galaxy S9 - 5.8 დიუმი.

✔ Galaxy S9+ — 6.2 დიუმი.

✔ დამცავი მინა - Corning Gorilla Glass 5.

ჩრდილოეთ ამერიკისთვის კომპანია Qualcomm Snapdragon 845-ის ბაზაზე მომუშავე სმარტფონებს გამოუშვებს. დანარჩენი ქვეყნები 8 ბირთვიან პროცესორ Exynos 9810-ს მიღებენ.

სმარტფონებს აქვს:

✔ Galaxy S9 - 4 GB ოპერატიული და 64GB შიდა მეხსიერება.

✔ Galaxy S9 + - 6 GB ოპერატიული და64/256 GB შიდა მეხსიერება.

Samsung-ის ახალ სმარტფონებში ძირითადი აქცენტი კამერებზეა გაკეთებული, რომელიც მონათლეს სლოგანით “გადააზრებული კამერები”.

44

ძირითადი მოდული ორივე ფლაგმანს იდენტური აქვს - ეს არის მეორე თაობის 12 მეგაპიქსელიანი Dual Pixel სენსორი და  f/1.5 ან f/2.4 დიაფრაგმა, რომელსაც აქვს გამოსახულების ოპტიმალური სტაბილიზაცია, ავტოფოკუსი, ფლეშ განათება და შენელებული ვიდეოს გადაღების შესაძლებლობა 960 კადრით წამში HD გაფართოების დროს და  480 კადრით წამში Full HD-ის დროს. 4K ფორმატით სმარტონი იღებს 60 კადრის სიჩქარით წამში.  გადააზრებული კამერის კიდევ ერთი შესაძლებლობა სიბნელესა და ცუდ განათებაში საუკეთესო ხარისხის გამოსახულების გადაღებაა.

66

S9 Plus-ის მეორე ძირითად კამერას აქვს f/2.4 დიაფრაგმა, ოპტიკური ორმაგი ზუმი და პორტრეტის გადაღების შესაძლებლობა გადღაბნილი უკანა ფონით. ორივე სმარტფონს აქვს 8 მეგაპიქსელიანი ფრონტალური კამერა.

77

Apple-ის Animoji-ს პასუხად Samsung-მა AR Emoji-ს ალგორითმის მეშვეობით შექმნილი საკუთარი ანიმირებული სელფემოჯები  გამოუშვა. შედეგად გამოდის თავის პერსონალიზებული  3D მოდელი, რომელიც იმეორებს სახის მიმიკებსა და მოძრაობებს.  

Bixby Samsung-ის ხმოვანი ასისტენტია, რომელიც დამატებით რეალობასთან კავშირით მუშაობს და მომხმარებელს აწვდის სასარგებლო ინფორმაციას, გარშემო ობიექტებზე, თარგმნის ტექსტებს 104 ენაზე და განსაზღვრავს საკვების კალორიულობას ფოტოს საშუალებით.

55

 

სხვა მახასიათებლებს შორის გამოვყობთ:

➤ შიდა აპლიკაცია  SmartThings, რომელიც სმარტფონის საშუალებით SMART ტექნიკის მართვის საშუალებას გაძლევთ.

➤ ტექნოლოგია Inteligent Scan - ერთ სისტემაში მოქცეული თვალის სკანერი და სახის ამომცნობი ბიომეტრიული დაცვისთვის.

➤ Dedicated Fingerprint ფუნქცია, რომელიც არამხოლოდ სმარტფონს, არამედ დაცულ ფოლდერსაც იცავს თითის ანაბეჭდით.

აკუმულატორების ტევადობაა  3000 mAh და 3500 mAh, რომელთაც აქვთ სწრაფი სადენიანი და უსადენო დატენვის ფუნქციები.

სმარტფონები 4 ფერშია წარმოდგენილი: “შავი ბრილიანტი”. “ტიტანი” (ნაცრისფერი), ცისფერი და “ულტრაიისფერი” (იასამნისფერი).

სამსუნგის წინა მოდელების სანახავად გადადით ბმულზე: 

ზევით