Samsung-მა მსოფლიოში ყველაზე მოცულობითი SSD ბარათების მასიური წარმოება დაიწყო, რომელთა ტევადობა 30,72 TB იქნება. ახალი ბარათი კორპორატიულ ბაზარზე გამოყენებისთვის იქნება განკუთვნილი.
_191988.jpg)
SSD ბარათების წინა თაობას ორჯერ უფრო ნაკლები მეხსიერების მოცულობა ჰქონდა. ახალი მოდელების მოცულობა კი ამ დროისათვის რეკორდულია. Samsung-ის SSD ბარათი 2.5 დიუმიანი ფორმ-ფაქტორით გამოვა.
ის 512 GB-იანი ჩიპების და 64-ფენიანი V-NAND ფლეშ მეხსიერებისგან შედგება.
➤ აღჭურვილია Serial Attached SCSI (SAS) ინტერფეისით, რომელსაც 400 000 IOPS მწარმოებლურობა აქვს კითხვის რეჟიმში, ჩაწერის დროს კი 50 000 IOPS.
➤ კითხვისა და ჩაწერის სიჩქარე 2100 და 1700 MB/სთ.
➤ ლექტროენერგიის უცაბედი გათიშვიის შემთხვევაში SSD ბარათს ინფორმაციის დაკარგვისგან დაცვაც აქვს. მწარმოებელი მას 5 წლიან გარანტიას აძლევს. ამ დროის განმავლობაში SSD-მ უნდა გაუძლოს ინფორმაციის ყოველდღიურ გადაწერას.

Samsung-ში ჯერ არ გაუხმაურებით ბარათის ღირებულება, თუმცა 2016 წელს წარმოდგენილი 15.36 TB მოდელის ღირებულებით ($10 ათასი) თუ ვიმსჯელებთ, ახალი ბარათის ღირებულებაც ძალიან მაღალი იქნება.