
მიუხედავად იმისა, რომ Qualcomm Snapdragon 835-ის ჩიპსეტზე ბაზირებული კომპიუტერები უკვე გამოშვებულია, კომპანიის წარმომადგენლები არ ჩქარობენ ვითარების შეფასებას. თუმცა ცოტა ხნის წინ ინტერნეტში გავრცელდა შეზღუდვების მთელი სია, რაც აღნიშნული ARM-ის ნოუთბუქებთანაა დაკავშირებული. საინტერესოა, რომ პროცესორის მხარდაჭერა აქვთ მხოლოდ დრაივერებს, რომლებიც ARM 64-თანაა თავსებადი. ARM-ზე დაფუძნებული Windows 10 უშვებს აპლიკაციებს х86 ვერსიაზეც, მაგრამ ამ დრაივერებს ვერ ამუშავებენ. მოძველებული პერიფერიული სისტემები სავარაუდოდ ასევე ვერ იმუშავებს.
Windows 10-ზე ვერ გაეშვება 1.1 ვერსიაზე ქვემოთ არსებული OpenGL-ის თამაშები და აპლიკაციები. Windows Phone-სთვის შექმნილი აპლიკაციები კი შესაძლოა ცუდად აისახოს ARM პროცესორზე მომუშავე სისტემებზე. სისტემის მხარდაჭერა არ აქვს Hyper V პლატფორმასაც, რაც ემულატორების მუშაობაზე ცუდად აისახება.

ამგვარად ახალი სისტემა პროფესიონალებს ნაკლებად დააკმაყოფილებთ, თუმცა მასობრივმა მომხმარებელმა შესაძლოა ვერც შენიშნოს ფუნქციონალის შეზღუდვა, სამაგიეროდ ნამდვილად დააფასებს ავტონომიური მუშაობის ხანგრძლივობას.
უკვე ცნობილია, რომ Snapdragon 835-ზე ნოუთბუქების აწყობაზე მუშაობენ Lenovo, HP და Asus, მაგრამ ტრადიციული Intel Core m3-ს დავიწყებას არ გეგმავს Dell, Microsoft-ის წარსული ჩავარდნების გამო.