არ არის გაყიდვაში

Galaxy S9: პირველი სარეკლამო რგოლები

16.02.2018
დაიწყო Samsung-ის ახალი ფლაგმანების: Galaxy S9+ და Galaxy S9 სარეკლამო კამპანია. იმისთვის, რომ სრულყოფილად წარმოეჩინა ახალი მოდელის უპირატესობები კომპაიამ სამი მცირე პრომო-სიუჟეტი გამოუშვა. 15 წუთიანი ვიდეორგოლები ფლაგმანის ძირითად მახასიათებლებზე მოგვითხრობენ.


News_720X272

როგორც ექსპერტები ვარაუდობენ კომპანიის მთავარი მიზანი ახალი სმარტფონების გარშემო აჟიოტაჟის შექმნაა. ნამდვილად შეძლებს თუ არა Samsung რეალურად საინტერესო ინოვაციების წარმოდგენას აღნიშნულ ფლაგმანში, ამას მხოლოდ თებერვლის დასასრულს გავიგებთ. მანამდე კი, ვიდეო-რგოლებში იმას ვხედავთ, რაზეც კომპანიას სურს ჩვენი ყურადღების გამახვილება.


პირველი სიუჟეტი გვაჩვენებს გადაღების წარმოდგენლად შენელებულ რეჟიმს. ჯერ კადრები სწრაფად იცვლება. ვიდეო რგოლის ბოლოს კი ვხედავთ მოულოდნელად შენებულ კადრს. სავარაუდოდ ვიდეო «Super Slow-mo» და «Super Speed» ფუნქციებზე მიგვითითებს.


მეორე სიუჟეტში ნაჩვენებია Galaxy S9-ს კამერის უპირატესობები სრულ სიბნელეში ან ძალიან მცირე განათებაში. ფინალში ვხედავთ მაგიურად განათებულ ირემს, რომელიც ფოტოზე დაფიქსირებულია ღამით.


მესამე სიუჟეტი ფრონტალური კამერის შესაძლებლობებს გვანახებს. გარდა ამისა ნაჩვენებია სმარტფონის შესაძლებლობა გვაჩვენოს სამ განზომილებიანი ემოჯი. სრულიად შესაძლებელია მასში iPhone X-ის მსგავსი ფუნქცია ვიხილოთ.

ახალი ფლაგმანების გამოსვლამდე კი, წინა სერიას შეიძენთ აქ

ზევით