არ არის გაყიდვაში

HP-ის ახალი ნოუთბუქები განსაკუთრებული დაცვით

13.02.2018

Statia_BEGE_720X272


გამოვიდა HP-ის ნოუთბუქების ახალი სერია სახელწოდებით Elitebook 800, რომელიც წარმოდგენილია განსხვავებული ზომის ეკრანების და სხვადასხვა მახასიათებლის მქონე სამი მოდელით. მცირე მოდელს 830 G5 აქვს 13 დიუმიანი Full HD დისპლეი და Intel-ის ინტეგრირებული პროცესორი.  840 G5 და 850 G5 (14 და 15.6 დიუმიანი ეკრანები) აქვთ 4K გაფართოება და დისკრეტული გრაფიკული AMD Radeon RX 540. აღნიშნული სერიის ბოლო ორი მოდელის სახით HP მომხმარებელს სენსოურ ეკრანებს შესთავაზებს.  მათ ექნებათ მეშვიდე და მერვე თაობის Intel Core i7 და Core i5 პროცესორები. სერია განკუთვნილია ოფისის თანამშრომლებისა და საქმიანი ადამიანებისთვის, რომლებიც მოლაპარაკებებს Skype-ის საშუალებით აწარმოებენ და რომელთათვისაც მნიშვნელოვანია უსაფრთხოება და კავშირის კარგი ხარისხი.
1
აღნიშნული ნოუთბუქების მომხმარებლებს Skype-ით სარგებლობის განსაკუთრებული პირობები ექნებათ. მოლაპარაკებები ორი მიკროფონის საშუალებით ხორციელდება, რაც ხმის ხარისხს აუმჯობესებს. დამატებითი მიკროფონი ორ ფუნქციას ასრულებს. კოლექტიური კონფერენციის დროს ის კომპიუტერისგან მოშორებით განთავსებული ადამიანების ხმას აუმჯობესებს. მაშინ კი, როცა ადამიანი ინდივიდუალურ მოლაპარაკებას აწარმოებს, ახშობს გარშემო არსებულ ხმაურს. 


მომხმარებელს, რომლისთვისაც კონფიდენციალურობა განსაკუთრებით მნიშველოვნია, მწარმობელი სთავაზობს ნოუთბუქის ახალ ფუნქციებს. პირველ რიგში ეს არის, მისი ფუნქცია დაფაროს ვებ-კამერა. თქვენ აღარ დაგჭირდებათ კამერაზე პლასტირის ან იზოლენტის დაკვრა და შემდეგ მოხსნა. ამ ნოუთბუქს მისი დაფარვის ფუნქცია თავად აქვს. მეორე საინტერესო ფუნქციაა დაფაროს თქვენს დესკტოპზე განთავსებული ინფორმაცია ოფისის მეზობლების ცნობისმოყვარე თვალისგან. სპეციალურად დისპლეისთვის განკუთვნილი ფილტრი ირთვება კომბინაციით Fn+F2, ეკრანს აბნელებს და ფარავს მასზე განთავსებულ ინფორმაციას.

ინტერნეტში მუშაობის დროს დაცვისთვის HP-მ გამოიყენა Sure Click დაცვის ტექნოლოგია, რომელიც ბრაუზერს რთავს უსაფთხო რეჟიმში და იცავს ზიანის მომტანი პროგრამებისგან. ასეთი დაცვა ეფექტურია ისეთი შეტევისგან, როგორიცაა Spectre, რომელიც კომპიუტერის ბრაუზერში შეღწევისთვისაა განკუთვნილი.

გაყიდვაში Elitebook 800 თებერვლის ბოლოს გამოვა. 830 G5-ის $1.049 ეღირება;  840 G5  - $1.029; 850 G5 — $1.039



ზევით