არ არის გაყიდვაში

Samsung-ის ახალი ფლაგმანური ხაზი: Galaxy X

09.02.2018
Galaxy S9 და Galaxy S9+-ის შემდეგ, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Samsung ახალი სერიის ფლაგმანური სმარტფონების Galaxy X-ის გამოშვებას გეგმავს.

News_BEGE_720X272


გავრცელებულმა ინფორმაციამ სფეროს ექსპერტებში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ისინი ახალი ფლაგმანის სახელის ცვლილების მიზეზებზე აქტიურად მსჯელობენ და რამდენიმე ვერსიას ამუშავებენ.

55

ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ახალი სერიის გამოშვების მიზეზი ორ ციფრიანი სახელია, რაც კომპანიის მარკეტოლოგების აზრით, სმარტფონისთვის არ არის შესაფერისი, რადგან მსგავს ნუმერაციას კომპანიის პლანშეტების, ან ნოუთბუქებისთვის იყენებენ. S10 ან S11 მარკირებამ კი შესაძლოა მომხმარებელი შეცდომაში შეიყვანოს. სხვა მწარმოებლები სმარტფონების ასეთ დასახელებაში პრობლემას ვერ ხედავენ და უშვებენ ისეთ მოდელებს, როგორიცაა Oppo A71, Huawei P11 ან Huawei P20, ასე, რომ ეს ვერსია დამაჯერებლად არ ჟღერს.

შემდგომი მიზეზი Samsung-ის Apple-თან კონკურენციაა. ახალი ფლაგმანისთვის Galaxy X-ის წოდებით, კორეული ბრებდი iPhone X-თან ჯიბრს აგრძელებს.

66


თუმცა სახელის შეცვლის ყველაზე უფრო სავარაუდო მიზეზი X ხაზის ტექნიკური მახასიათებლებია. ახალ ფლაგმანებს ექნებათ რბილი, დასაკეცი ეკრანი და შესაბამისად ეს სრულიად ახალი კონცეპტი განსხვავებულ სახელსაც დაიმსახურებს.

შესაძლებელია, რომ Samsung-მა ერთდროულად ორი ფლაგმანური სერია წარმოადგინოს: Galaxy S ტრადიციული დისპლეით და Galaxy X დასაკეცი ეკრანით.

ზევით