არ არის გაყიდვაში

Fujifilm X-A5 - ფოტოაპარატი 4K-ვიდეო მხარდაჭერით

06.02.2018
Fujifilm-ს საკმაოდ ბევრი მცირე ზომის ფოტოაპარატი აქვს, მაგრამ X-A5 მათ შორის საუკეთესოა.

News_BEGE_720X272

Fujifilm X-A5 აქვს  APS-C ფორმატის 24.2 მეგაპიქსელიანი მატრიცა ავტომატური ფოკუსირებით, ფაზური დეტეკციის სენსორი და მასიური Bayer ფილტრი. გარდა ამისა მწარმოებლები ხაზს უსვამენ, რომ ფოტოაპარატში ჩამონტაჟებულია ახალი ტიპის პროცესორი, რომელიც ფოტოს ამუშავებს 1.5-ჯერ უფრო სწრაფად. სინათლის მგრძნობელობის დიაპაზონი შეადგენს ISO 200-12800, შეფერხების დიაპაზონი კი 1/32000 20 წუთამდეა.

22

ფოტოაპარატი 4К-ვიდეო გადაღებას ახდენს 3840 × 2160 პიქსელის გაფართოებით, მაგრამ 15 კადრით წამში და მხოლოდ 5 წუთით. ვიდეო რგოლების გადაღების დროს Full HD (1920 × 1080 წერტილი) სისწრაფე აღწევს 60, 50, 24 და 23.98 კადრს წუთში.


44

სენსორული 3 დიუმიანი დიაგონალის LCD დისპლეი შეიძლება შემოატრიალოთ 180° და სურვილის შემთხვევაში სელფიც გადაიღოთ. აქვს Wi-Fi 802.11b/g/n და Bluetooth 4.1 LE უსადენო კომუნიკაციები; სტერეოფონური მიკროფონი და USB 2.0, mini-HDMI პორტები. ფოტოაპარატის ზომები 116.9 x 67.7 x 40.4 მმ შეადგენს და იწონის მხოლოდ 361 გრამს. აქვს ლითიუმ-იონური აკუმულატორი, რომლის მოცულობაც 1200 mAh-ს შეადგენს, რაც გათვლილია 350 კადრის გადასაღებად ერთი სრულად დატენვის დროს.

55

 

 

ფოტოაპარატს კომპლექტში მოყვება ახალი, FUJINON XC15-45mm F3.5-5.6 OIS PZ ობიექტივი, სამმაგი ზუმით და ოპტიკური სტაბილიზაციით.

მოდელი გაყიდვბაში მიმდინარე თვის ბოლოს გამოვა. ობიექტივი კი ცალკე გაიყიდება.


ზევით