არ არის გაყიდვაში

ლიბერთი ბანკის განვადება უკვე 50 ლარიდან

02.02.2018
Liberty_Ganvadeba_720X272

დღეიდან Be.ge-ში განვადება უკვე 50 ლარის ღირებულების ნივთზეც შესაძლებელია.

მომხმარებელთა მოთხოვნით, Be.ge-ში განვადების თანხის ქვედა ლიმიტი შემცირებულია და ეს სასიამოვნო სიურპრიზია ჩვენი მომხმარებლისთვის.

აღნიშნული სიახლის დანერგვა Be.ge-ს პარტნიორთან “ლიბერთი ბანკთან” ერთად გახდა შესაძლებელი, რომელმაც ჩვენი მომხარებლისთვის განვადების ლიმიტი დაწია და შესაძლებელი გახადა განვადების გაფორმება 50 ლარზე მეტი ღირებულების ნივთზე.

შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე განვადების გაფორმება 85 ლარზე მეტი ღირებულების ნივთზე შეგეძლოთ. 50 ლარის ღირებულების ნივთზე განვადების მაქსიმალური ხანგრძლივობა 18 თვეა, შესაბამისად ჩვენს მომხმარებელს შესაძლებლობა ეძლევა თავისთვის საკმაოდ კომფორტულ ვადებსა და თანხებში შეიძინოს სულ მცირე ღირებულების ნივთიც.

ლიბერთი ბანკის მსესხებლის ასაკი 20-დან 70 წლამდეა. სესხის მაქსიმალური ხანგრძლივობა 36 თვეა, ხოლო შესაძენი ნივთის ღირებულება - 50 - 5000 ლარამდე თანხას უნდა შეადგენდეს. მინიმალური თანამონაწილეობა 0%-ია.

ლიბერთი ბანკის განვადებით სარგებლობა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ყოველთვიური სტაბილური შემოსავალი გაქვთ, ღებულობთ იჯარას, ან სახელმწიფო პენსიას (მინიმალური პენსიის რაოდენობა 80 ლარი, ხოლო სხვა შემოსავალი 100 ლარზე მეტი უნდა იყოს), გაქვთ დამატებითი შემოსავლის წყარო სოფლის მეურნეობიდან, ან ლიბერთი ბანკის ანგარიშზე გერიცხებათ გზავნილი.

ჩვენს საიტზე განვადების პროცედურის სანახავად გადადით აქ:

ზევით