
GPD WIN 2-ს თავისუფლად შეგვიძლია მინი ნოუთბუქი დავარქვათ. სათამაშო მოწყობილობა შედგება საწარმოო პროცესორისგან Core m3-7Y30, რომელშიც ინტეგრირებულია გრაფიკული ბირთვი HD Graphics 615, 8 GB-იანი ოპერატიული მეხსიერება და 128 GB-იანი შიდა მეხსიერება. მინიბუქს 6 დიუმიანი დისპლეი აქვს 1280х720 გაფართოებით და აღჭურვილია microSD ბარათის სლოტით, კლავიატურის, ყურსასმენების და დამტენების USB-C, USB 3.0 და microHDMI-ის პორტებით; Wi-Fi 802.11a/ac და Bluetooth 4.2 უსადენო კომუნიკაციებით. მოწყობილობა Windows 10 Home-ზე მუშაობს. აღჭურვილია 4900 mAh-იანი აკუმულატორებით, რაც 6-8 საათიანი თამაშისთვის სრულიად საკმარისია. ბონუსად კი იმასაც ვიტყვით, რომ მინიმუქზე სხვა მობილური გაჯეტების დატენვასაც შეძლებთ. GPD WIN 2 460 მხოლოდ გრამს იწონის.

GPD WIN 2-ზე იწერება AAA დონის Steam აპლიკაციები. მოწყობილობის მწარმოებლურობა საკმარისია იმისთვის, რომ ითამაშოთ ისეთი თამაშები, როგორიცაა: «Doom», «Divinity: Original Sin II», «Overwatch», «GTA V». აქვს Xbox One და PS4 მხარდაჭერაც. GPD WIN 2 ფასი შეკვეთით $649.