არ არის გაყიდვაში

Samsung Galaxy S9 და Galaxy S+ პრეზენტაცია 25 თებერვალს გაიმართება

26.01.2018

Samsung-მა უკვე დაანანონსა მომავალი თაობის ფლაგმანების Galaxy S9 და Galaxy S9 + პრეზენტაციის თარიღი. ღონისძიება 25 თებერვალს, ბარსელონაში საერთაშორისო გამოფენა MWC 2018-ზე გაიმართება. გამოქვეყნებული თიზერის და ახალი სმარტფონის სარეკლამო კამპანიის სლოგანი («The Camera Reimagined») გვამცნობს, რომ სმარტფონის კამერა სრულიად ახალი კონცეფციის მიხედვით შეიქმნა.

ინტერნეტში გაჟონილი ცნობების თანახმად ძირითადი 12 პიქსელიანი კამერა აღიჭურვა ცვლადი დიაფრაგმით, რაც მომხმარებელს საშუალებას მისცემს დაარეგულიროს ის f/1.5 და f/2.4 შორის. ეს სიახლე უკვე დატესტილია Samsung-ის დასაკეც ფლაგმან Samsung W2018-ზე.

News_BEGE_720X272


გარდა ამისა, პირველი მოდელი აღჭურვილი იქნება ორმაგი ძირითადი ფოტომოდულით, რაც ზრდის მის ფუნქციონალს. ორივე მოდელი დააფიქსირებს შენელებულ ვიდეოს  Full HD ხარისხში წამში 480 კადრის სიჩქარით.

 

11

ექსპერტები ფიქრობენ, რომ Samsung-მა კიდევ ერთი სიახლე მოიფიქრა, რაც iPhone X-ის True Depth-ის მსგავსია.  Super AMOLED დისპლეიში ჩაშენებული თითის ანაბეჭდის სკანერის ლოდინი კი ამჯერად არ ღირს. როგორც ამბობენ, ის როგორც ადრე, ახლახ განთავსებული იქნება კამერასთან ახლოს, რაც ასე ძალიან მოსწონთ Galaxy S8 და Galaxy S8+ მფლობელებს.

 

22

ახალი ფლაგმანები ზომებითა და დიზაინით წინა მოდელების მსგავსი იქნება, მაგრამ მიიღებენ უფრო თხელ ჩარჩოს და თანამედროვე Qualcomm Snapdragon 845 (აშშ-ს ბაზრისთვის)/Samsung Exynos 9810 პროცესორებს; AKG-ს სტერეოდინამიკებსა და ყურსასმენებს, და აკუმულატორებს, სიმძლავრით: Galaxy S9 - 3000 mAh და Galaxy S9 - 3500 mAh.

 

33

ფიქრობენ, რომ შეკვეთების მიღება ფლაგმანურ მოდელებზე უკვე 26 თებერვლიდან დაიწყება.

 



ზევით