ჩვენს საიტზე უკვე ვწერდით ჩინური კომპანია Vivo-ს შესახებ, რომელმაც ეკრანში ჩაშენებული თითის ანაბეჭდის სკანერიანი სმარტფონი შექმნა. ამ სიახლემ მოხმარებელში დიდი აღფრთოვანება გამოიწვია და საინტერესოა, რა რეაქცია ექნება პუბლიკას ისეთ ტელეფონზე, რომლის დისპლეიშიც ჩაშენებული იქნება ასევე დაკტილოსკოპიური სენსორი, ფრონტალური კამერა და სხვა სენსორები?

სწორედ ამის გაკეთებას აპირებს Samsung.
ჯერ-ჯერობით გამოგონება Vivo-ს პატენტია, თუმცა შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ როგორც კი ტექნოლოგია დაიხვეწება, Samsung მას თავის ახალ ფლაგმანურ სმარტფონში განახორციელებს.
Vivo-ს პატენტში დისპლეისა და წინა პანელის თანაფარდობა თითქმის 100%-ია, თავად სენსორები (ჯერ-ჯერობით საუბარია მხოლოდ თითს ანაბეჭდის სკანერსა და სელფი კამერაზე) ინტეგრირებული იქნება სპეციალურ მინიატურულ ხვრელში. შესამჩნევი იქნება თუ არა სმარტფონის აღნიშნული ნაწილი შეუიარაღებელი თვალით? ჯერ-ჯერობით არ ვიცით, თუმცა სავარაუდოდ, არა.