არ არის გაყიდვაში

მინი ჭურჭლის სარეცხი მანქანა ფართო ფუნქციონალით

19.01.2018

ჭურჭლის სარეცხი მანქანა საოცარი გამოგონებაა, რომელიც ბევრ დისკომფორტს ხსნის. თუმცა მისი შეძენა ყველას არ შეუძლია და პრობლემა მხოლოდ ფული არ არის. საქმე იმაშია, რომ ის საკმაოდ დიდ ადგილს იკავებს და ყველა ვერ ახერხებს მის მოთავსებას სამზარეულოში. სწორედ ამ მიზეზით Heatworks-მა შექმნა მინი ჭურჭლის სარეცხი საკმაოდ ფართო ფუნქციონალით.



BEGE_NEWS_720X272

 

მინი-ჭურჭლის სარეცხი, რომელმაც Heatworks Tetra-ს სახელწოდება მიიღო, მაგრდება სამზარეულოს მაგიდაზე. შედგება ორი პარალელური საყრდენისგან და თითოეულ მათგანში 5 თეფში და 6 ჭიქა ეტევა. ანუ ერთ ჩართვაზე 10 თეფშის და 12 ჭიქის გარეცხვას შეძლებთ.

მწარმოებლის განცხადებით მინი ჭურიჭლის სარეცხი გარდა კომპაქტურობისა, სხვა საჭირო ფუნქციებსაც ფლობს.

  • წყლის ეკონომია. ერთ სეანსზე იყენებს 0.5 გალონ წყალს.

  • ჭურჭლის რეცხვაზე მხოლოდ 10 წუთი იხარჯება.

  • მაღალი ეკოლოგიურობა. მოწყობილობაში გამოიყენება არა მეტალი არამედ გრაფიტის ელექტროდები.

  • კომპაქტური ზომები.

ამგვარად Heatworks Tetra-ს ყველა შანსი აქვს იმისთვის, რომ გახდეს საკმაოდ პოპულარული და ფართოდ მოხმარებადი მოწყობილობა. როგორც მწარმოებელი ამობს, აშშ-ში მისი ღირებულება $300 იქნება.



ზევით