არ არის გაყიდვაში

LG ფლაგმანურ სმარტფონებზე სტრატეგიას ცვლის!

16.01.2018 16:29:18

News_BEGE_720X272


CES 2018-ზე ჟურნალისტებმა LG-ის ვიცე პრეზიდენტთან ჩო სუნ-ცზინთან ინტერვიუში კომპანიის ახალი სტრატეგიის შესახებ მიიღეს ინფორმაცია. LG-ის ხელმძღვანელის თქმით, კომპანია მთლიანად გადახედავს ახალი, ფლაგმანური სმარტფონების პრეზენტაციის საკითხს. 

ჩო სუნ-ცზინის განცხადებით, ამიერიდან, წინასწარ აღარ დაანონსდება კომპანიის ფლაგმანის გამოსვლის თარიღი. კომპანია ორიენტირებული იქნება არა კონკურენტების ფლაგმანების გამოსვლის თარიღზე, არამედ საკუთარი მაღალტექნოლოგიური პროდუქციის განვითარებაზე. მოდელები, რომლებიც დღეისათვის იწარმოება აქტუალობას დიდ ხანს შეინარჩუნებენ და ამასობაში კომპნია გააგრძელებს G, ან V სერიის სმარტფონების მოდიფიცირებას.

LG უკვე არსებული სმარტფონების რებრენდინგით დაკავდება. ახალი ფლაგმანები კი მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოვა, თუ საკმარისად დაგროვდება პროგრესული ტექნოლოგიები პრინციპულად ინოვაციური ფლაგმანის გამოსაშვებად.

ზევით