
სკანდერი 0.6-0.7 წამში იცნობს ანაბეჭდებს, რაც ოდნავ ნელი ტემპია, ვიდრე ტრადიციულ სკანერებში. თუმცა გაჩნდა აზრიც, რომ ეს ნაკლი პროგრამული ხასიათისაა და მოწყობილობის წარმოების დაწყებისთანავე, მას VIVO-ს მწარმოებლები ადვილად გააქრობენ.
მიუხედავად მაღალი ფასისა ტექნოლოგია საკმაოდ მოთხოვნადი გახდება 2018 წელს. პირველი ფლაგმანი, რომელიც დისპლეიში ჩაშენებულ თითის ანაბეჭდების სკანერს გამოიყენებს Samsung Galaxy S9 იქნება. რაც შეეხება VIVO-ს მიერ წარმოდგენილ სატესტო სმარტონს, ჯერ ჯერობით უცნობია მისი ტექნიკური მახასიათებლებიც, ფასიც, სახელწოდებაც და წარმოებაში გაშვების თარიღიც.