არ არის გაყიდვაში

Microsoft მომავალს დასაკეც სმარტფონებში ხედავს!

05.01.2018

BEGE_News_720X272

Microsoft-მა შუაზე გადასაკეცი სმარტფონები დააპატენტა. Patentscope ბაზაში არსებულ პატენტში წარმოდგენილია მობილური აპარატი, რომელიც ორი ეკრანისგან შედგება. აღნიშნული კონსტრუქცია ბაზარზე უკვე არსებულ ZTE Axon M-ს მოგვაგონებს.


33

პატენტის აღწერილობა დაწვრილებით არის დასაბუთებული ასეთ სმარტფონებზე გადასვლის მიზეზები. მწარმოებლებმა ყურადრება მიაქციეს იმას, რომ ბოლო პერიოდში გაიზარდა მოთხოვნა აპარატებზე ფართო დისპლეით. თუმცა თანამედროვე სმარტფოების ეკრანები პრაქტიკულად უკანა პანელის ვიზუალს იმეორებენ. იმისთვის, რომ  უფრო გაფართოვდეს ეკრანის ზომა, დიაგონალის გაზრდა მოგვიწევს და ეს გაზრდის თვითონ მობილური ტელეფონის გაბარიტებსაც. თუმცა მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია სმარტფონი ჯიბით ატაროს და მოხერხებულად დაიჭიროს ხელში.


44

 

სწორედ ამიტომ Microsoft-ში ფიქრობენ, რომ გაზრდილი დიაგონალი დასაკეცი, ორ ეკრანიანი სმარტფონის საშუალებით უნდა შექმნან. გახსნილ მდგომარეობაში ორივე ეკრანი ერთიანდება ერთ დიდ დისპლეით. მასში ხელმისაწვდომია ასევე ორი დამოუკიდებელი დისპლეის გამოყენების ფუნქცია. ამ ყველაფერთან ერთად ახალი კონსტრუქცია სმარტფონის ეკრანს ნაკაწრებისგან დაიცავს.

კომპანიაში ფიქრობენ, რომ ორად გადასაკეცი სმარტფონი მალე მსოფლიოში მიღებული ტრენდი გახდება.



ზევით