არ არის გაყიდვაში

Finger Pow - ჯიბის აკუმულატორი, რომელიც სმარტფონს უსადენოდ ტენის

29.12.2017
News_BEGE_720X272

თქვენი სმარტფონების ხანგრძლივ და შეუწყვეტელ ექსპლოატაციას წარმოდგენილი Finger Pow დამტენი მოახდენს. ეს სიახლე სხვა კონკუირენტებთან შედარებით ბევრ უპირატესობას გპირდებათ. პირველ რიგში ის კომპაქტური მოდულია, რომელიც ადვილად თავსდება ტანსაცმლის ჯიბეში. მეორეც, მის გამოსაყენებლად არ არის საჭირო დამტენი. Finger Pow წარმოადგენს ძირითად დამტენ საშუალებას, რომელთანაც დაკავშირებულია 4 დამტენი მინი-ბლოკი. თითოეული მათგანი 600 mAh-იან აკუმულატორს წარმოადგენს. დამტენ მოწყობილობასთან მინი-ბლოკები მაგნიტური პორტებითაა დაკავშირებული. მთლიანად დამტენი კი, 5000 mAh-იანია.

ერთი მინი-ბლოკი ერთი iPhone 8-ის 25%-ით დასატენად არის საკმარისი. სმარტფონის მიმაგრება მინი ბლოკთან მაგნიტური კონტაქტის საშუალებით ხორციელდება, რომელიც USB Type-C, microUSB, ან Lightning-თან ამყარებს კავშირს და ამდენად სადენი საჭირო აღარ არის. მოწყობილობის ფასი $29-დან იწყება და გაყიდვაში 2018 წლის მარტიდან გაეშვება.

ზევით