არ არის გაყიდვაში

ექშენ-კამერა, სელფი დრონი და უსაფრთხოების აპარატი ერთ გაჯეტში

26.12.2017 16:53:42
შეიქმნა ახალი გაჯეტი, სხვადასხვა საინტერესო ფუნქციებით. სტარტაპ Eyedea Pitta იმ მომხმარებელზეა გათვლილი, რომელსაც სურს მობილური ვიდეოკამერა, სრულიად განსხვავებული ცხოვრებისეული სიტუაციებისთვის. ამგვარად მომხმარებელი მარტივად გააკეთებს ეკონომიკას და რამდენიმე სრულყოფილ გაჯეტს მიიღებს ერთ მოწყობილობაში.


News_Bege_720X272

Pitta ემყარება ციფრულ კამერას, რომელიც სფეროსებრ კორპუსშია მოთავსებული. აქვეა აკუმულატორი და უსადენო დატენვის მოწყობილობა. საჭირო მომენტში გაჯეტი ექშენ-კამერად გადიქცევა, შემდეგ დრონად, ან სახლის ვიდეოთვალთვალის კამერად. კამერის მატრიცის გაფართოება შეადგენს 13 MP, გადაღების ფორმატი - 4K, წამში 30 კადრის სიჩქარით. Pittа-ს სამართავად და გადაღებული მასალის სანახავად გჭირდებათ სმარტფონი, სპეციალური აპლიკაციით.


ამ კამერის დამაგრება სპეციალური კრონშტეინით სელფი-ჯოხზე, ველოსიპედის საჭეზე ან ჩაფხუტზე შეგიძლიათ. თუ გაჯეტს სახლის სათვალთვალო კამერად გამოიყენებთ, შეგიძლიათ Wi-Fi-ს მიუერთოთ და მომართოთ შესაბამის პირობებზე.

ზევით