Samsung-მა Galaxy A სერიის ახალი სმარტფონები წარმოადგინა, განახლებულმა მოდელებმა ფლაგმანური მოდელების დიზაინი, ტრენდული უსაზღვრო წინა პანელი 18.5:9-ზე და ორმაგი ფრონტალური კამერა მიიღო.
Galaxy A8 и A8+ თითქმის ერთნაირი მახასიათებლებითაა აღჭურვილი.
მთავარი განსხვავება ზომებში მდგომარეობს. პირველ მათგანს Super AMOLED ეკრანი 5.6 დიუმიანი აქვს, მეორეს კი, 6 დიაუმიანი. ორივე მათგანს გაფართოება 2220×1080 პიქსელი აქვს. აკუმულატორების ტევადობა (სწრაფი დატენვის) - Galaxy A8 - 3000 mAh აქვს, Galaxy A8+ კი 3500 mAh.

სხვა მახასიათებლები იდენტურია. აქვთ 8 ბირთვიანი, Exynos с პროცესორი 2.2 GHz მაქსიმალური სიხშირით, 4/6 GB ოპერატიული მეხსიერება და 32GB ან 64 GB შიდა მეხსიერება. ორივე მოდელს აქვს 256 GB-იანი microSD ბარათის სლოტი. თითის ანაბეჭდის სკანერი დატანილია ძირითადი კამერის მოდულის ქვეშ, - ასეთი განლაგება ბევრად უფრო კომფორტულია. Infinity Display ტექნოლოგიის ეკრანებს აქვთ Always On ფუნქცია, რომელიც ასახავს შეტყობინებებსა და საათს დაბლოკილ ეკრანზეც კი.

სმარტფონების კორპუსი მეტალურ ჩარჩოზეა აგებული. უკანა პანელი შუშაა. IP68 სტანდარტის მეშვეობით კი ორივე სმარტფონის წყალში გაჩერება 30 წუთის განმავლობაშია შესაძლებელი. სმარტფონები Android 7.1.1 Nougat-ზე მუშაობენ. მათი ზომებია: 149.2х70.6х8.4 / 159.9х75.7х8.3 მმ.
გაყიდვაში ოთხი ფერის მოდელი: შავი, ოქროსფერი, ნაცრისფერ-იასამნისფერი და ლურჯი გამოვა 2018 წლის იანვარში. ზუსტი გამოსვლის თარიღი და ფასი ჯერ ცნობილი არ არის.