არ არის გაყიდვაში

LG-ის ნოუთბუქები სწრაფი დატენვის ფუნქციით

19.12.2017
Statia_BEGE_720X272

კომპანია LG-მ Gram-ის თხელი და მსუბუქი ნოუთბუქების განახლებული სერია დააანონსა, 13.3, 14 და 15  დიუმის დიაგონალით. 2018 წლის მოდელები მერვე თაობის Intel Core i5 და i7 პროცესორებს მიიღებენ. ისინი აღჭურვილი იქნება მყარი აკუმულატორებით. მათი მნიშვნელოვანი მახასიათებელი ძლიერი ავტონომიურობა და მცირე წონა იქნება.

2018 წლის მოდელების უპირატესობა ბატარეაა, 72W/h მოცულობით, რაც 12 W/h-ით მეტია 2017 წლის ნოუთბუქზე. თუ მწარმოებელს დავუჯერებთ, აკუმულატორს შეუძლია ნოუთბუქის მუშაობა თითქმის 24 საათით უზრუნველყოს. ყველაზე პატარა ნოუთბუქი იმუშავებს 22.5 საათი, 14 დიუმიანი - 21.5 საათი და 15 დიუმიანი - 19 საათი.

რაც შეეხება წონას, 13.3 და 14 დიაგონალიანი მოდელები 965 და 995 გრამიანები იქნება, 15 დიუმიანი მოდელის წონა კი 1095 გრამს შეადგენს.

მოდელების პრეზენტაცია იანვარში, CES 2018-ზე შედგება.


ზევით