განახლებული ულტრაბუქი Notebook 9 გაყიდვაში 2018 წელს გამოვა, თუმცა Samsung-მა ხაზის განახლების შესახებ საშობაო დღესასწაულების დაწყებამდე გამოაცხადა. ის სამი მოდელით არის წარმოდგენილი.
Notebook 9 Pen - ეს არის ნოუთბუქი ორი ერთში 13.3 დიუმიანი ეკრანით და ციფრული სტაილუსის S pen-ის მხარდაჭერით, ისევე როგორც Galaxy Note 8. სტაილუსი განთავსებულია სპეციალურ ბუდეში. ნოუთბუქს Full HD ეკრანი აქვს.
მერვე თაობის Intel Core i7 პროცესორი, 512 GB SSD მეხსიერება და 16 GB-მდე ოპერატიული მეხსიერება. ასევე კამერა Windows Hello მომხმარებლის იდენტიფიკაციისთვის, მანათობელი კლავიატურა, დაკტილოსკოპიური სკანერი, 1.5 ვატიანი სტერეოფონური დინამიკები, 720 p. ვებ-კამერა. ნოუთბუქის ზომებია: 310.5 × 206.6 × 14.6–16.5 მმ. და მისი წონა 995 გრამს შეადგენს. შესაძლებელია Notebook 9 Pen-ის ტრანსფორმრება. ტრადიციული მაგიდის ნოუთბუქიდან ის შეგიძლიათ პლანშეტად გადააქციოთ.

გარდა ამისა Samsung-მა დაანონსა ყველაზე ძლიერი და დიდი აკუმულატორის გამოშვება, ნოუთბუქების ისტორიაში, რაც უზრუნველყოფს ავტონომიური მუშაობის დროის გაზრდასა და სწრაფ დატენვას.
წარმოდგენილი მოდელები გაყიდვაში 2018 წელს გაეშვება. სრული განახლებული ხაზის ნახვას CES 2018-ზე შევძლებთ. მოდელების ღირებულება ჯერ-ჯერობით უცნობია.