
ამერიკულმა კომპანიებმა Qualcomm და Microsoft-მა პირველი ნოუთბუქები დააანონსეს, Snapdragon 835 პროცესორებით, რომლებიც ОС Windows 10 S-ზე მუშაობენ. ესენია ორი ჰიბრიდული მოწყობილობა - პლანშეტ ტრანსფორმერი HP Envy X2 და ნოთბუქი Asus NovaGo. ამ მოდელების მთავარი უპირატესობა ავტონომიური მუშაობის ხანგრძლივი შესაძლებლობა (Hp - 22 საათი, Asus - 22 საათი) და 4G-სთან დაკავშირებაა 1 GB/სთ მონაცემთა გადაცემის შესაძლებლობით.

HP Envy x2 მსუბუქი და თხელი პლანშეტია 12.3 დიუმიანია სენსორული Full HD დისპლეით, ციფრული სტაილუსის მხარდაჭერით, დაჭერის 1024 ხარისხით. მოწყობილობაში ჩამონტაჟებულია ახალი მობილური პროცესორი Snapdragon 835. მას აქვს 4/8 GB ოპერატიული მეხიერება და eMMC ფორმატის შიდა მეხსიერება - 64-დან 256 GB-მდე. გაჯეტი კლავიატურის გარეშე 600 გრამს იწონის. სისქე კი 6.9 მმ აქვს. გაყიდვაში HP Envy x2 2018 გაზაფხულზე გამოვა.

ASUS NovaGo ტექნიკური თვალსაზრისით მცირედით განსხვავდება HP-ის მოდელისგან. ეს არის ჰიბრიდული 1.39 კილოგრამიანი ნოუთბუქი, 13.3 დიუმიანი, სენოსრული ეკრანით Full HD გაფართოებით და ASUS Pen სტაილუსით. ისიც SoC Snapdragon 835-ზე მუშაობს, 4/8 ოპერატიული და 64/128/256 GB შიდა მეხსიერება აქვს. როდის გამოვა Asus-ის ეს მოდელი გაყიდვაში ჯერ-ჯერობით უცნობია.
ორივე გაჯეტი გაგრილების პასიური სისტემითა და წარმოუდგენელი სიძლიერის აკუმულატორით არის აღჭურვილი. იმართებიან Windows 10 S სისტემით. მათი ფასი $600 - $800 იქნება.