არ არის გაყიდვაში

ქსელში Sony Xperia-ს “უსაზღვრო” სმარტფონების ფოტოები გამოჩნდა.

08.12.2017

News_BEGE_720X272


ჩინურმა პორტალმა Gizchina ორი “უსაზღვრო” და არდაანონსებული Sony Xperia-ს სმარტფონების ფოტოები გამოაქვეყნა.

საიტზე გამოჩენილი ბრენდის პირველი მოდელი კომპანიის კლასიკური ოთხკუთხა დიზაინისაა,  მახვილი გვერდებითა და ორმაგი ძირითადი კამერით, რომელიც ზედა მარცხენა კუთხეშია ჰორიზონტალურად განთავსებული. ქვემოთ კი თითის ანაბეჭდების სკანერია. აპარატი მატის ოქროსფერია. წინა პანელი კი შავია.

 

1

საიტზე გამოქვეყნებულ მეორე სმარტფონს მომრგვალებული გვერდები აქვს. უკანა პანელის ფერი მატესა და ბრჭყვიალა ვერცხლისფერის ნაზავია და მასაც ორმაგი ძირითადი კამერა აქვს. კამერები ძალიან უცნაურადაა განლაგებული და მათ შორის ორმაგი ფლეშ განათება ჩანს. დაკტილოსკოპიური სკანერი უკანა მხარეს არ აქვს და წინა პანელზეც არ ჩანს “ჰოუმის” ღილაკი. ამიტომ არ არის ცნობილი, აქვს კი ის საერთოდ ამ ახალ მოდელს და თუ აქვს, სად არის განლაგებული.

 

2

როგორც ამბობენ Sony Xperia-ს “უსაზღვრო” მოდელები 5.7 დიუმიანი 4K ეკრანებით,  Snapdragon 845 პროცესორით, 6 GB ოპერატიული მეხსიერებითა და ОС Android 8.0-ის ოპერაციული სისტემითაა აღჭურვილი. ელოდებიან, რომ Sony Xperia-ს ახალი სმარტფონის პრეზენტაცია 2018 წლის იანვარში, CES-ზე ან თებერვლის MWC-ზე შედგება.

 



ზევით