არ არის გაყიდვაში

პორტატული აპარატი, რომელიც iPhone-ის მეშვეობით სიმსივნის დიაგნოსტირებას ახდენს.

01.12.2017


News_BEGE_720X272

iPhone-ზე მომუშავე ულტრახმოვანი სადიაგნოსტიკო პორტატული აპარატის Butterfly iQ ტესტირებისას, ექიმმა ჯონ მარტინმა საკუთარ ყელზე ავთვისებიანი სიმსივნე გამოავლინა. Butterfly iQ პორტატული აპარატია, რომელიც ფორმითა და ზომით ელექტრო საპარსს მოგვაგონებს.

ექიმი ჯონ მარტინი კი გულსისხლძარღვთა ქირურგია, რომელმაც აპარატის ტესტირების შედეგად საკუთარ თავზე საბედისწერო დაავადება აღმოაჩინა.

3-1

ტესტირებისას ექიმმა სტანდატული გელი გამოიყენა და დაიწყო საკუთარ სხეულზე იმ ნაწილის სკანირება, რომელზეც ეჭვობდა, რომ დაავადებული იყო. ფოტოზე, რომელიც მომენტალურად წარმოადგინა სმარტფონმა, მარტინმა იხილა თხელი წარმონაქმნი 3 სანტიმეტრი დიამეტრით. მან მაშინვე შეაფასა საფრთხე და მიმართა სპეციალისტებს.

ახალი სადიაგნოსტიკო აპარატი პრინციპულად განსხვავებულ ტექნოლოგირას იყენებს ულტრახმოვანი დიაგნოსტირებისას. ტრადიციულად ულტრამცირე ტალღების გენერაციისთვის გამოიყენება კრისტალი, რომელიც მიცემულ სიხშირეზე ვიბრირებს. Butterfly iQ-ში კრისტალის მაგივრად გამოიყენეს ნახევრადსადენიანი ჩიპი, გეომეტრიული ზომებით, რომელიც საფოსტო მარკას მოგვაგონებს. ასეთმა ცვლილებამ არსებითად გააიაფა მოწყობილობა და ის მოხმარებელთა ფართო წრისთვის ხელმისაწვდომად აქცია. მან აშშ-ს Food and Drug Administration-ში უკვე გაიარა აკრედიტაცია.

სიმსივნის სადიაგნოსტიკო აპარატის ფასი აშშ-ში $1999 დოლარს შეადგენს. მისი გაყიდვები 2018 წელს დაიწყება. ის თითქმის შეუმცდარი სიზუსტით მუშაობს, იმაზე უკეთაც კი, ვიდრე სტაციონარული მოწყობილობები. სამომავლოდ Butterfly Network-ის მწარმოებლები გეგმავენ გაზა

რდონ აპარატის შესაძლებლობები და მიანიჭონ მას გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დიაგნოსტირების ფუნქციაც. Butterfly iQ საშუალებას იძლევა ჩაიტაროთ საწყისი დიაგნოსიტრება, სასწრაფო დახმარების ექიმთან, ან თუნდაც მეზობელთან ერთად, სახლის პირობებში.

ზევით