ცოტა ხნის წინ ინტერნეტში გამოჩნდა ფოტომასალa, რომელზეც გამოსახულია Samsung
W2018, დასაკეცი
სმარტფონი, რომლის ოფიციალური პრეზენტაცია ჯერ არ მომხდარა, თუმცა ცნობილია, რომ მან
უკვე მიიღო TENAA-ს
(ტელეკომუნიკაციური აღჭურვილობის სერტიფიკატების ჩინური ცენტრი) სერტიფიკატი.
ინტერნეტში გავრცელებულ ფოტომასალაში
ვხედავთ სმარტფონს, რომელიც მისი წინამორბედის W2017-ის გაუმჯობესებული ვერსიად ითვლება.
როგორც პორტალი PhoneArena ირწმუნება,
უკვე ცნობილია, რომ W2018-ს Qualcomm Snapdragon 835 პროცესორი, 6 GB ოპერატიული და 64 GB შიდა მეხსიერება
ექნება. აღჭურვილი იქნება ორი 4 დიუმიანი ეკრანით,
12 მეგაპიქსელიანი ძირითადი და 5 მეგაპიქსელიანი ფრონტალური კამერებით და იმუშავებს
2300 MAh-იან აკუმულატორზე.
ჯერ-ჯერობით უცნობია Android-ის რა ვერსიაზე
იმუშავებს ტელეფონი.