არ არის გაყიდვაში

ახალი Moto Z პოლაროიდად ტრანსფორმირდება

21.11.2017

New_BEGE_720X272

Motorola-ს ფლაგმანების თაყვანისმცემლებს ახალი სათამაშო აქვთ- Polaroid Insta-Share Printer მოდული, რომელიც Moto Z სმარტფონებს პოლაროიდის ნამდვილ აპარატებად აქცევს, -  ვისაც 90-იანები არ ახსოვთ, მათთვის განვმარტავთ - ფოტოკამერად, მომენტალური ბეჭდვის ფუნქციით.

8

Moto Mod -ის სერიის ეს აქსესუარი ZINK Zero-Ink ტექნოლოგიას იყენებს და პოლაროიდის ძველ აპარატთან შედარებით აქვს, მცირე, თუმცა ძალიან სასარგებლო უპირატესობა, - დაბეჭდვამდე იძლევა ფოტოს კორექტირების, მასზე ფილტრების, ჩარჩოებისა და ტექსტის დადების შესაძლებლობას. ამ მოდულის საშუალებით ფოტოების ბეჭდვას პირდაპირ Facebook-დან, Instagram-დან და Google Photo-დანაც შეძლებთ.

მოდული იყენებს Polaroid Premium ZINK Zero-Ink-ის 2x3 დიუმის ზომის, სტანდარტულ ფოტოქაღალდს. კომპლექტი, რომელშიც 20 ფურცელი შედის აშშ-ში $9.99 ღირს და აქაც სიახლეა, - ფოტოქაღალდს მისაკრავი უკანა მხარე აქვს, რაც საშუალებას მოგცემთ ის სტიკერადაც გამოიენოთ.


Polaroid Insta-Share Printer, ამერიკის შეერთებულ შტატებში $200 ღირს.



ზევით