მიუხენში, კომპანია Huawei-მ წარადგინა ახალი სმარტფონები
Mate 10 და Mate 10 Pro. ისინი ჩაანაცვლებენ შარშანდელ მოდელებს Huawei Mate 9-სა და
Mate 9 Pro-ს.
ორივე სმარტფონს აქვს ორმაგი ძირითადი კამერა Leica. კამერა
ამოიცნობს ობიექტს, შეარჩევს სცენის შესაბამის ოფციებს. შემდეგ აჯგუფებს გალერეაში სხვადასხვა
ტიპის მიხედვით: "პორტრეტები", "დოკუმენტები", "საჭმელი", "ცხოველები" და ა.შ 100 მილიონი ფოტოს
მეშვეობით მოხდა ხელოვნური ინტელექტის შექმნა.
ხელოვნური ინტელქტის სისტემა აჩქარებს პროცესს, რითაც
ზოგავს დროს და ელემენტის ენერგიაც ნაკლები იხარჯება. უმცროს მოდელს Mate 10-ს აქვს
5,99 დიუმიანი IPS-დისპლეი, გაფართოებით Quad HD (2560 x 1440 პიქსელი).
უფროს მოდელს Mate 10 Pro-ს აქვს 6 დიუმიანი AMOLED
დისპლეი, გაფართოებით Full HD+(2160 х 1080 პიქსელი). ის წყალგამძლეა და ერგონომიული
დიზაინით გამოირჩევა, როგორც მისი უმცროსი „ძმა“. ორივე მოდელს აქვს ოპერატიული და
შიდა ფლეშ-მეხიერება. Mate 10-ს აქვს 4 Gb-ი და 64 Gb-ი, ხოლო Mate 10 Pro-ს კი 6 Gb-ი და 128 Gb-ი.
ელემენტის მოცულობაა 4000 mah. სმარტფონებს აქვთ სწრაფი დატენვის ფუქნცია Huawei SuperCharge. ასე აქვთ კიდევ ერთი სპეციალური ფუნქცია PC Mode, რომლის მეშვეობითაც, ისინი მონიტორს უერთდებიან. სმარტფონების გაყიდვა 2017 წლის ნოემბირდან დაიწყება.