ინტელმა საკუთარი 18-ბირთვიანი პორცესორის ტექნიკური
მახასიათებლები გამოაქვეყნა.
პროცესორების მწარმოებელმა, ცნობილმა კომპანია „ინტელმა“
ახალი ანონსით დიდი ხმაური გამოიწვია. მისი სახელია Core X. ოჯახის თავში დგას „მონსტრი“ - „Core i9“,
18 ბირთვითა და 36 ნაკადით, რომელზეც დღემდე ბევრი არაფერია ცნობილი, მხოლოდ ფასი
- 1999 დოლარი.
მოკლედ, თვრამეტბირთვიანი პროცესორი i9-7980XE 2,6 GHz
სიხშირით იმუშავებს. Turbo Boost 2.0-ის დახმარებით სიხშირე 4,2 GHz -ს მიაღწევს, Turbo
Boost 3.0-ით კი - 4,4 GHz-ს.
თუ Core X- ის სხვა მოდელებს შევხედავთ, მივხვდებით,
რომ „ინტელი“ საკუთარი თავის ერთგული რჩება და კანონზომიერ ტენდენციას მიყვება - რაც
უფრო ნაკლებია ბირთვის მოცულობა, მით მეტია სიხშირე.
რაც შეეხება გამოშვების თარიღს, 14 -18 ბირთვიანი პროცესორები
გაყიდვაში სექტემბრის ბოლოდან იქნება, ხოლო 12 ბირთვიანი მოდელის i9-7920X შეძენა უკვე
შესაძლებელია.