Xiaomi Mi Notebook Pro
ნოუთბუქს აქვს ნაცრისფერი მეტალის კორპუსი. დისპლეი დაცულია Gorilla Glass 3 მინით. თაჩპედში ჩაშენებულია თითის ანაბეჭდების სკანერი. კლავიატურა Mi Notebook Pro ფერადია და 19%-ით მეტია, ვიდრე ამავე დიაგონალის მქონე MacBook Pro-ს აქვს.
კორპუსში ჩაშენებულია HDMI ჯეკი, ორი USB-A, SD - ბარათის რიდერი, ორი USB Type-C და 3.5 მილიმენტრიანი კონტექტორი ყურსასმენებისთვის. ნოუთბუქის წონა 1.95კგ. ზომები - 360,7 × 243,6 × 15,9 მმ. ბატარეა Mi Notebook Pro სწრაფად, 35 წუთში 50%-თ იტენება.
ნოუთბუქი პროცესორ Intel Core i5, ან i7-ის Coffee Lake თაობაზე მუშაობს. კორპუსში ჩაშენებულია სლოტი დამატებითი დისკისთვის. გრაფიკას უზრუნველყოფს NVIDIA GeForce MX150 ვიდეო ბარათი. ოპერატიული მეხსიერება - 8 ან 16 GB.
Xiaomi Mi MIX 2
Mi MIX 2-ს აქვს 5.99 დიუმიანი დისპლეი, 18:9 თანაფარდობით. დიზაინი თითმის არ შეცვლილა. მხოლოდ ქვედა ჩარჩო შემცირდა. სმარტფონის კორპუსი კერამიკისაა. კამერის ობიექტივი ოქროს ჩარჩოშია მოქცეული. ჩარჩოების არარსებობის გამო ფრონტალური კამერა ქვედა ნაწილში გადავიდა. გამოსულია Mi MIX 2 -ის სპეციალური, თეთრი ვერსიაც.
Xiaomi Mi Note 3
Mi Note 3, Mi 6-ის გაზრდილი ვერსიაა. მათ ერთნაირი დიზაინი აქვთ, მეტალის ჩარჩოთი და მინის უკანა პანელით. სმარტფონმა ორმაგი 12 MP კამერაც მიიღო მემკვიდრეობით ორგმაგი ოპტიკური ზუმით. თითის ანაბეჭდების სკანერი დისპლეის ქვეშაა განლაგებული.
პროცესორი - Snapdragon 835 და Snapdragon 660 საშუალო საფასო სეგმენტისთვის. დისპლეის დიაგონალი შეადგენს 5.5 დიუმს, გაფართოება 1920×1080 პიქსელი.
როგორც ვხვდებით Xiomi ამსხვრევს სტერეოტიპს ჩინური ბრენდების ხარისხის შესახებ და სულ უფრო მეტად დახვეწილ ტექნიკას გვთავაზობს.