სათვალე მსუბუქი, ნაკლებად შესამჩნევია და დამატებითი რეალობის სისტემის გამორთვის შემთხვევაში, გამოყენებისას პრობლემას არ ქმნის. აქტიურ რეჟიმში ის 60 გრადუსით ფარავს თვალთახედვას. სურათი ოკულარების შიდა ზედაპირზე ახდენს პროეცირდებას 1334ხ750 პიქსელით, ისევე როგორც iPhone-ში. ის იქმნება შესაბამისი პროგრამით და მთელი სისტემის სამართავად მოყვება დისტანციური პულტი.
ფორმალურად Mira Prism თავსებადია iPhone 6, iPhone 6S и iPhone 7-თან, რეალურად კი ყველა გაჯეტთან, რომელსაც აქვს iOS-ის მხარდაჭერა. ფსონი იდება Apple-ის ARkit ინსტრუმენტების პაკეტზე, რომელიც არაოფიციალურად ბრენდის განვითარების წამყვანი მიმართულება გახდება.
გაჯეტი გაყიდვებში მიმდინარე წლის შემოდგომით გამოვა და საწყისი ფასი $99 იქნება. ამ დროისთვის კი თამაშებისა და გასართობი კონტენტის მწარმოებლებმა წესით კონტენტი უნდა მოამზადონ.