მზის დაბნელებას აშშ-ში უფრო მეტი ადამიანი ელოდა, ვიდრე Android-ის ახალი ვერსიის გამოშვებას, რაც ლოგიკურია: Android წელიწადში ერთხელ ნახლდება, მზის მორიგ სრულ დაბნელებას კი უფრო დიდ ხანს უნდა ველოდოთ. ახალი Android კოდური სახელწოდებით Oreo, მომხმარებელს ახალი სლოგანითაც ეგებება “უფრო ჭკვიანი, სწრაფი, ძლიერი, ტკბილი”.
უფრო ჭკვიანი
- Ambient Screen. შემომავალი შეტყობინება გამოირჩევა უფრო დიდი შრიფტით და შეტყობინებასთან წამიერი წვდომით.
- პრინტერის ინტეგრირებული მხარდაჭერა. Android-ის ბაზაზე არსებული მოწყობილობები ამიერიდან შეძლებენ Mopria-ს სერტიფიკატის მქონე ყველა პრინტერთან მუშაობას, რაც მსოფლიო პირნტერების 97% შეადგენს.
- მინიშნებები მენიუს პუნქტებზე.
- შეტყობინების კატეგორია: უფრო დაწვრილებითი და საფუძვლიანი კონტროლი იმაზე, თუ რა შეტყობინებები გამოგიჩნდებათ და რა სახით.
უფრო სწრაფი
• ორჯერ უფრო დაჩქარებული მოწყობილობის ჩართვა.• გაზრდილი კონტროლი ფონურ პროცესებზე სისტემის საერთო წარმოების გასაუმჯობესებლად.
• ფონური მოთხოვნების ადგილმდებარეობის შეზღუდული სიხშირე მეტი ავტონომიისთვის.
• Project Treble მოდულის არქიტექტურა, რომელიც აჩქარებს და ამარტივებს Update-ს. - ყველაზე მთავარი ცვლილება ანდროიდში ამ დროისათვის.
უფრო ძლიერი
• ამიერიდან პროგრამები შეძლებენ გამოიმუშაონ ვიზუალურად ბევრად მდიდარი კონტენტი, უფრო მკვეთრი ფერებით და თხელი გრადაციებით.• Google Play Protect-ის გაუმჯობესებული მხარდაჭერა, ტექნოლოგიის რომელიც ახდენს დღეში 50 მილიარდი პროგრამის სკანირებას, რათა უზრუნველყოს თქვენი მოწყობილობისა და ინფორმაციის უსაფრთხოება.
• “ფანჯარა ფანჯარაში”. ბევრი დავალების მიცემის გადამუშავებული რეჟიმი, რომელშიც ერთ-ერთი პროგრამა მუშაობს საშუალო ზომის ფანჯარაში და პარალელურად მიმდინარეობს ძირითად პროგრამასთან ურთიერთქმედება.
ტკბილი
• ადაპტირებული იკონკები. მწარმოებლები თავისი პროდუქტის იკონკების წარმოდგენას ველის გარეშე შეძლებენ, OEM-ის მწარმოებლები კი მათ წარმოებას მოწყობილობის ინტერფეისის დიზაინის შესაბამისად მოახერხებენ.• ახალი აპლიკაია, რომელიც საშუალებას იძლევა ბმულების საშუალებით გადააგზავნოთ ფაილები.
• მაღალი კლასის აუდიოს მხარდაჭერის აპლიკაცია.
• ტექსტის ზომის ავტომატური შერჩევა Textview-ს საშუალებით, რაც უფრო ამარტივებს ტექსტის ზომის ოპტიმიზრებას
• სხვადასხვა ზომის ეკრანზე იმ შემთხვევაში, თუ მასზე გამოსახულია დინამიური კონტენტი.
• Wi-Fi ასისტენტი. ავტომატურად ერთვება საუკეთესო ღია Wi-Fi-სთან და უსაფრთხოების მიზნით შეერთებას ახორციელებს VPN-ის საშუალებით.
• ახალი სმაილები