როგორც ჩანს მსოფლიოს დიდმა ბრენდებმა დასაკეცი ტელეფონების ბაზარზე აქტიური დაბრუნება გადაწყვიტეს. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დასაკეც სმარტფონ-პლანშეტს ლენოვო უშვებს. ვიცოდით, რომ Samsung-იც უშვებდა ამავე კონფიგურაციის Galaxy Folder 2-ს, ახლა კი გავიგეთ, რომ Samsung კიდევ ერთ დასაკეც სმარტფონს გამოუშვებს.
ახალი მოდელი Flagship 8 (SM-G9298) სახელით გამოვა. მისი კორპუსი დამზადებულია საავიაციო ალუმინისა და მინისგან.
Samsung-ის ახალი ფლაგმანი Qualcomm Snapdragon 821, 4 ბირთვიანი პროცესორით და Adreno 530 გრაფიკული დამაჩაქრებლით, 4 GB ოპერატიული მეხსიერებით და 64 GB მუდმივი მეხსიერებით იქნება აღჭურვილი. მის მახასიათებლებში შედის 4.2 დიუმიანი, 1920x1080 პიქსელის გაფართოების ორი Super AMOLED დისპლეი.
წარმოდგენილი მოდელის ტექნიკურ მახასიათებლებში ფიგურირებს ასევე: 12 მეგაპიქსელიანი ძირითადი და 5 მეგაპიქსელიანი ფრონტალური კამერა, Wi-Fi 802 და Bluetooth 4.1 LE; მას ექნება თითის ანაბეჭდების სკანდერი და გულის ცემის მონიტორინგის ფუნქცია.
აპარატს აქვს 2300 ამპერიანი აკუმულატორი. პროგრამული უზრუნველყოფა - Android-ის, მაგრამ პლატფორმა ჯერ-ჯერობით არ არის დაზუსტებული.
სმარტფონის სისქე 15.9 მმ იქნება, წონა კი 235 გრამი. Samsung FLagship 8 გაყიდვებში აუხლოეს დროში ჩაეშვება. ღირებულება ჯერ-ჯერობით არ არის ცნობილი.