არ არის გაყიდვაში

სამსუნგმა დასაკეცი Android გამოუშვა

27.06.2017
bege news saiti

Samusng-მა Galaxy Folder 2 - დასაკეცი ტელეფონი გამოუშვა სენსორული კლავიატურითა და OC Android-ის სისტემით. დასაკეცი Samsung Galaxy Folder 2 წარმოადგენს ძველი აპარატების დიზაინისა და თანამედროვე სმარტფონების შესაძლებლობების სინთეზს და განკუთვნილია უფროსი ასაკის მომხმარებელთათვის.

რა არის შიგნით?

Samsung-ის ახალ ტელეფონს მეტალის კორპუსი აქვს 3,8 დიუმის დისპლეით, 4 ბირთვიანი 1,4 GHZ პროცესორით; 2 GB ოპერატიული და 16 GB შიდა მეხსიერებით. ტელეფონს 256 GB მეხსიერების ბარათის ინტეგრირების შესაძლებლობაც აქვს. სმარტფონის ძირითად კამერას 8 მეგაპიქსელი, ფრონტალურ კამერას კი 5 მეგაპიქსელი აქვს. გაჯეტი Android 6.0 მუშაობს. ამას გარდა აპარატი აღჭურვილია სენსორული კლავიატურითა და ეკრანის გვერდით მდებარე მექანიკური ღილაკებით ისევე, როგორც ძველი დასაკეცი ტელეფონები.

გამოსვლის თარიღი და ფასი

Samsung Galaxy Folder 2 გაყიდვებში 23 ივნისს, სამხრეთ კორეის ტერიტორიაზე გამოვიდა, შავსა და ბორდოს ფერებში 260 აშშ დოლარად და მალე საერთაშორისო გაყიდვაშიც გაეშვება.

რას უნდა ველოდოთ?

ველოდებით დასაკეც სმარტფონს მათთვისაც, ვისაც ნოსტალგიური ნივთები უყვარს. აპარატი მოეწონებათ მათ, ვისაც წარსული ენტარება, მაგრამ უკვე მოასწრო თანამედროვე ტექნოლოგიების გემოს გაგება და არ სურს ახალ შესაძლობებზე უარის თქმა.

ზევით