მოდელის ორიგინალი ბაზრიდან 2005 წელს გაქრა. იმ დროისთვის მისი 126 მილიონი ეგზემპლარი იყო წარმოებული.
თავად კომპანია Nokia აღარ აწარმოებს მობილურ ტელეფონებს, მაგრამ ბრენდის ლიცენზია HMD Global-მა შეიძინა. ეს ფინური სტარტ-აპი ერთი წლის წინ შეიქმნა სწორედ ნოკიას აღორძინების მისიით.
ამ რეტრო-მოდელის გარდა, HMD Global-მა კიდევ სამი სმარტფონი გამოუშვა, რომლებიც Android-ის სისტემით მუშაობს.
“3310 პირველი, ნამდვილად მასობრივი მობილური ტელეფონი იყო, რომელსაც ამ დრომდე, ბევრი ადამიანი სითბოთი და ნოსტალგიით იხსენებს. HDM-ს რომ უბრალოდ სამი ახალი Nokia-ს ანდროიდის გამოსვლის შესახებ გამოეცხადებინა, სავარაუდოდ არც არავის დააინტერესებდა ეს ამბავი. ახალი 3310 კი ძალიან ჭკვიანური სვლაა და ველოდებით, რომ ის კარგად გაიყიდება” - ამბობს ტელეკომუნიკაციების ექსპერტი ბენ ვუდი.
ახალი Nokia ბაზარზე პოზიციონირდება, არა როგორც სმარტფონი, არამედ ჩვეულებრივი მობილური ტელეფონი, რომელსაც ინტერნეტთან ნაწილობრივი წვდომა აქვს - რამდენიმე საბაზო ფუნქციის სახით.
ფანრიან ნოკიას არ აქვს 3G და 4G კავშირი და მუშაობს ბევრად უფრო ნელ, 2,5G სტანდარტზე. ოპერაციული სისტემა S30+ ინტერნეტში შესვლის საშუალებას იძლევა, თუმცა ამ სისტემისთვის შექმნილია მობილური პროგრამების საკმაოდ ვიწრო კომპლექტი, რომელიც არც კი შეედრება Android-ისა და iOS-ის პროგრამების მწარმოებლურობასა და მრავალფეროვნებას.
3310-ს ექნება ფოტოკამერა, თუმცა, ისიც საკმაოდ მოკრძალებული - მხოლოდ 2 მეგაპიქსელიანი.
ფარნიანი ნოკიას უპირატესობა კი ის არის, რაც, ჯერ-ჯერობით, ვერც ერთ სმარტფონს ვერ ექნება. HDM Global გვპირდება, რომ 3310-ის აკუმულატორი მომლოდინე რეჟიმში ერთი თვე გყოფნით, ხოლო შეუჩერებელი მუშაობის პირობებში 22 საათი.
რა თქმა უნდა, ნოკია ინარჩუნებს ორ თავის მთავარ ფუნქციას. მას აქვს ფანარი და პოპულარული თამაში “snake”
Nokia 3310-ის შეძენას უკვე შეძლებთ ჩვენს მაღაზიაში.