არ არის გაყიდვაში

სარეცხი მანქანა, რომელსაც ელექტროენერგია არ სჭირდება

13.06.2017
drumi

კანადურ კომპანიაში ინოვაციური სარეცხი მანქანა გამოიგონეს, რომელიც ტრადიციული სარეცხი მანქანისგან განსხვავებით არ იყენებს ელექტრონერგიას, მოიხმარს ცოტა წყალს, მარტივია გადასატანად და ხარჯავს საკმაოდ ცოტა დროს. სარეცხი მანქანის ჩართვა ფეხის სატერფულით (პედალით) არის შესაძლებელი.

Drumi კომპაქტური გადასატანი სარეცხი მანქანაა, რომელიც არ იყენებს ელექტროენერგიას და ფეხით დაჭერის პრინციპით მუშაობს. სარეცხ მანქანაში ტანსაცმლის 7 ნივთი ეტევა, წყლის დანახარჯი კი მხოლოდ 9 ლიტრს შეადგენს (შედარებისთვის, ჩვეულებრივი სარეცხი მანქანა, რეცხვის ერთ ციკლზე დაახლოებით 40 ლიტრ წყალს ხარჯავს.) Drumi-ს ბარაბანი ეხსნება. ყოველი გამოყენების შემდეგ მარტივად შეძლებთ მის მოხსნას და გარეცხვას. სარეცხი საშუალებების უჯრასა და წყლის განყოფილებაში მოცემულია მინიშნებები, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ თვალი მიადევნოთ გამოსაყენებელი წყლისა და ფხვნილის რაოდენობას. სატერფული ალუმინისგან არის დამზადებული და დაფარულია ტეკსტურირებული მასალით, რომელიც რთულად ცვდება.

რეცხვის ერთი ციკლისთვის მანქანას სჭირდება 5-10 წუთი. ამ ხნის განმავლობაში Drumi ყველა სამ ციკლს გადის: რეცხვას, გავლებას და გაწურვას.

შემქმნელები იმედოვნებენ, რომ მოწყობილობის გამოყენება მოგზაურობის დროს, აგარკზე, ან ხელით რეცხვის ალტერნატივად საკამოდ კომფორტული იქნება.

ზევით