არ არის გაყიდვაში

Apple ყველა დროის ყველაზე ძლიერ Imac Pro-ს უშვებს

06.06.2017

 

ფბ


ტექნოლოგიური კონფერენციის Worldwide Developers Conference-ის ფარგლებში Apple-მა საკუთარი პროდუქციის ყოველწლიურ პრეზენტაცია გამართა.

Apple-ის სიახლეებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია გრანდიოზული და თავის სეგმენტში რეკორდული მონაცემების iMAC Pro.

ეს არის ყველაზე ძლიერი კომპიუტერი, რომელიც კი ოდესმე Apple-ს გამოუშვია. მასში ჩამონტაჟებულია 8, 10 ან 18 ბირთვიანი პროცესორი Xeon და ვიდეობარათი Radeon Vega 16 გბ-იანი მეხსიერებით. აღნიშნული მახასიათებლები უზრუნველყოფენ მწარმოებლობის გაზრდას 22 ტერაფლოპის დონეზე. ოპერატიული მეხსეირება 128 GB-მდეა, SSD - 4 TB-მდე.

კონფერენციის ფარგლებში Apple-მა სხვა პროდუქტების პრეზენტაციაც გამართა. მათ შორისაა: ჭკვიანი დამხმარე HomePod, რომელსაც შეუძლია ამოიცნოს რა ქვია მუსიკალური ჯგუფის წევრს, რა იყო 2011 წლის ჰიტი და ვინ უკრავს დასარტყამ ინსტრუმენტებზე. მას შეიძლება ჰკითხოთ ამინდის, სატრანსპორტო მოძრაობის, სპორტული ღონისძიებების შესახებ და დაავალოთ შეგახსენოთ თქვენთვის მნიშვნელოვანი მოვლენები. მისი საშუალებით სახლის მართვასაც შეძლებთ.


ზევით