მესამე თაობის ორეკრანიანი სმარტფონის, YotaPhone 3 პრეზენტაცია ივნისის შუა რიცხვებში იგეგმება. გაყიდვები კი 2017 წლის სექტემბერში დაიწყება.
სმარტფონი ორი ეკრანით აღჭურვილი და ხელმისაწვდომი იქნება მინიმუმ ორი ვერსიის - 64 GB-იანი და 128 GB-იანი სახით. სწორედ მეხსიერების მოცულობის და გაყიდვების წყაროს მეშვეობით მოხდება სმარტფონის ფასის ვარირებაც. 128 GB-იანი მოდელის ღირებულება $450 დოლარიდან დაიწყება. 64 GB-იანი მოდელის ფასი კი დაახლოებით $350-400 დოლარი იქნება. სმარტფონი პირველ რიგში ჩინურ ბაზარზე იქნება ორიენტირებული.
2016 წოლის ნოემბერში Financial Times-ში გავრცელდა ინფორმაცია, რომ Yota Devices წარმოებას ჩინეთში მოახდენდნენ.
Yota Devices 2011 წელს შეიქმნა და ახდენს სააბონენტო LTE-აღჭურვილობის (მოდემები, როუტერები, სმარტფონები) გადამუშავება-წარმოებას. Yota Devices ყველაზე პოპულარულ პროდუქტს ორეკრანიანი სმარტფონი Yota Phone წარმოადგენს. კომპანიის ოფისები მოსკოვში, ფრანკფურტში, სინგაპურში, პეკინში, შანხაიში, შენჩჟენესა და ოულუშია განლაგებული.